Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:37 16.02.2020
ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე, ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე, ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში შეინიშებოდა ძლიერი დაკვამლიანება. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა. ცეცხლი ტანსაცმლის, პროდუქტის და შერეული საქონლის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხერხდა ხანძრის ლიკვიდირება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge