Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:41 16.02.2020
„შენ ისეთი ხარ, ჩემო უწმიდესო, გოლგოთაც რომ გეტკბილება! მე ვერ გიმსუბუქებ, მხოლოდ, ისიც ჩემი ეგოიზმისთვის, ცრემლით მისველდება სახე!“

ისრაელში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

„ღმერთმა დაგვიფაროს! საკუთარი სულიერი მამის განკითხვაში არ ჩავვარდეთ! ან ნოეს შვილებივით ქირქილი არ გავივლოთ გონებაში! გულს სიბინძურე არ მივაკაროთ! გეენიას ძირი არ აქვს ალბათ, ასევე უძიროა ცილისმწამებელთა ჯოჯოხეთი! სულ ვფიქრობ - უწმიდესის ცხონებას არ კმარობს გამჩენი! წმიდანობის მოწამებრივ გზას უმზადებს! შენ ისეთი ხარ, ჩემო უწმიდესო, გოლგოთაც რომ გეტკბილება! მე ვერ გიმსუბუქებ, მხოლოდ, ისიც ჩემი ეგოიზმისთვის, ცრემლით მისველდება სახე! ამას პატრიარქისთვის არ ვაქვეყნებ! საკუთარ თავთან ერთად მეგობრების გამხნევება მაქვს მიზნად - არ დავბრკოლდეთ, არ შევირყეთ. ფესვი არ დავილპოთ გადამეტებული ფურთხით! ყველანი დავლპებით. უმრავლესობა არა - ყველა! შენ სადაც იქნები, იქ მინდა ვიყო უწმიდესო. თუკი ცამეტი წლის ასაკიდან ყოველთვის, ყოველ წამს, დამძიმებულს, შენთან მიგრძვნია შვება და ნუგეში ღმერთის, ასეთივე მინდა მომავალშიც. სხეულს რომ დავტოვებ, შენი წმიდა შესამოსელის შეხების უღირსი, ღირსი გამხადე ფეხებთან განვერთხო და ვცხონდე. მაპატიე!“, წერს ლაშა ჟვანია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge