Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:16 16.02.2020
გერმანიის ბუნდესთაგში გამოჩნდა პირველი ჩეჩენი ქალი დეპუტატი - ბელა ბაჰი

გერმანიის ბუნდესთაგში გამოჩნდა პირველი ჩეჩენი ქალი დეპუტატი - ბელა ბაჰი (ბაჰაევა). ინფორმაციას doshdu.com-ი ავრცელებს. 29 წლის ახალგაზრდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს. ბელა ბაჰი გერმანიაში დაიბადა, ქალაქ მაგდებურგში, სადაც მისი მშობლები 1990 წელს ჩეჩნეთიდან ჩავიდნენ საცხოვრებლად. მან იურისპრუდენცია მიუნხენის უნივერსიტეტში შეისწავლა და ორჯერ იყრიდა კენჭს ბუნდესთაგში შესასვლელად. 2020 წლის თებერვალში მან დაიკავა გადამდგარი კოლეგის, მარტინ ბურკერტის ადგილი. როგორც ბელა ბაჰის ინსტაგრამიდან ჩანს, ის გატაცებულია ალპინიზმით, ჰყავს საყვარელი კატა, სახელად კენზო.     

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge