Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

19:16 16.02.2020
„ტრამპმა ყირიმის ოკუპაციისთვის, რუსეთის გაზს ევროპაში ფეხი ამოუკვეთა და კრემლს ათობით მილიარდი დოლარი დააკარგვინა!“

გიორგი გიგაურის ბლოგი:

 

„ტრამპმა რუსეთი მწარედ დასაჯა! უსაფრთხოების საკითხებზე მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე, აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა დენ ბრუიეტმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთი ვეღარ დაასრულებს ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალ გაზსადენს ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2''-ს, რადგან სათანადო ტექნოლოგია არ აქვს! ეს რუსული უზარმაზარი პროექტი შუა გზაში იმიტომ გაჩერდა, რომ ტრამპმა სანქცია დაადო იმ ევროპულ კომპანიას, რომელსაც წყლის ქვეშ მილები გაჰყავდა და, პარალელურად, ბიუჯეტიდან მილიარდი დოლარი გამოჰყო, რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულების შესამცირებლად... ანუ ტრამპმა ყირიმის ოკუპაციისთვის, რუსეთის გაზს ევროპაში ფეხი ამოუკვეთა და კრემლს ათობით მილიარდი დოლარი დააკარგვინა!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge