Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:05 16.02.2020
კორონავირუსი უკან იხევს - ჩინეთის ტერიტორიაზე მძიმე ავადმყოფების პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა

ბოლო სამი კვირის განმავლობაში, კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს შორის, მძიმე ავადმყოფების პროცენტული მაჩვენებელი, ჩინეთის ტერიტორიაზე, 15.9 %-დან 7.2 %-მდე შემცირდა, რაც დაავადებასთან ბრძოლის ეფექტურ ძალისხმევას უკავშირდება. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა მი ფენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მაგალითისთვის, ქალაქ უხანში, 28 იანვარის მდგომარეობით, ვირუსით დაავადებულთა შორის, მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა 32.5 %-ს შეადგენდა, 15 თებერვლის მონაცემებით, ამ რაოდენობამ 21.6 % შეადგინა. ქალაქ ხუბეეში 27 იანვრის მონაცემებით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა დაავადებულთა 18.4 %, 15 თებერვლის მონაცემებით კი 11.1 %, მთლიანად ქვეყანაში კი, მათი რაოდენობა 15.9 %-იდან 7.2 %-მდე შემცირდა. „ეს იმას ნიშნავს, რომ პროფილაქტიკისკენ მიმართულმა ძალისხმევამ და დაავადებასთან ბრძოლამ შედეგი გამოიღო", - განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge