Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:05 15.02.2020
"რუსეთი, ჩინეთი და აშშ მსოფლიოს უფრო საშიშს ხდიან"

რუსეთი, ჩინეთი და აშშ მსოფლიოს უფრო საშიშს ხდიან, - ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მან აშშ, ჩინეთი და რუსეთი ეროვნულ ეგოიზმში დაადანაშაულა, რაც, მისი აზრით, შეიარაღების ზრდასა და უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხის შექმნას იწვევს.

 

შტაინმაიერმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთი ყირიმის უკანონო ანექსიაში დაადანაშაულა და მას საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა.

 

ამასთანავე მან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მთავარი სლოგანი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამერიკის გაძლიერება მისი მეზობლებისა და პარტნიორების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ჩინეთთან დაკავშირებით კი გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა მხოლოდ მაშინ აღიარებს საერთაშორისო სამართალს, როდესაც მისთვისაა მისაღები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge