Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:29 15.02.2020
„დასავლეთიდან კრიტიკა გაიზარდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს მეგობრული ცეცხლის გახსნის ტოლფასია“ - ვახტანგ მაისაია

„დასავლეთი დააკვირდება იმას თუ რა კუთხით წარიმართება წინასაარჩევნო კამპანია, უშუალოდ არჩევნების პროცესი და შემდგომი პერიოდი და თუ იქ რაიმე სერიოზული გადაცდომები და დარღვევები გამოვლინდა, აი მაშინ უკვე დასავლეთი მიიღებს სხვა კონტრ ზომებს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია"ქართული ოცნების" ყოფილი წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებას.

 

ჩუგოშვილი ამბობს, რომ დასავლეთიდან მომატებული კრიტიკის შემდეგ პარტნიორების მხრიდან პერსონალური სანქციების დაწესებას აღარ გამორიცხავს.

 

მაისაია მიიჩნევს, რომ პერსონალური სანქციების დაწესება ადვილად არ ხდება.

 

„პერსონალური სანქციები ასე ჰაერზე არ წესდება ხოლმე,სანქციების დაწესება ხდება კონკრეტული შემთხვევის, ან დანაშაულებრივი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, როგორიც მაგალითად სკრიპალების, ან მალაიზიური ბოინგის შემთხვევებთან დაკავშირებით მოხდა.


პიროვნული სანქციები წესდება ასეთ დონის საქმეებზე, როდესაც გამოვლენილია დამნაშავედ კონკრეტული ადამიანები, პლახოტნიუკს მოლდოვის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დანაშაულებებში ბრალი მას შემდეგ წაუყენა, რაც ქვეყნიდან გაიქცა.

 

მოლდოვის პროკურატურამ იმ ფაქტების გამოვლენა დაიწყო, რომელიც პლახატნუკის დროს ხორციელდებოდა, ადამიანის უფლებების დარღვევა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, პოლიტიკური მაქინაციები, და ა.შ.


ეს ის კონკრეტული ქეისია, რითაც ადამინებს პიროვნულ სანქციებს უწესებენ, მას სანქციები მხოლოდ გაქცევის შემდეგ წაუყენეს მაია სანდუსა და იგორ დოდონის კოალიციურმა მთავრობამ. როგორც ჩანს ამერიკულ მხარეს კონკრეტული მტკიცებულებების მთელი ნაირსახეობა წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა მისი კავშირები საერთაშორისო დანაშაულებრივ ჯგუფებთან.


პიროვნულ სანქციებს უწესებენ ასევე იმ შემთხვევაში თუ ადამიანი გამოვლენილია, (როგორც ეს ირანის მარალჩინოსნებზე ხდება) საერთაშორისო დილექტის დანაშაულის ქმედებებში მყოფი აქტორებთან ურთიერთობებში," - განაცხადა მან.

 

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორების კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მისამართით ჯერჯერობით მეგობრულია.

 

„ჩემი მოსაზრება ასეთია, რომ რა თქმა უნდა კრიტიკის ქარცეცხლი გაიზარდა, მაგრამ ჯერჯერობით ამ ეტაპზე ეს მეგობრული ცეცხლის გახსნის ტოლფასია, მერე როგორ განვითარდება მოვლენები, მომავალი გვიჩვენებს.


დასავლეთის პოლიტიკური წრეების მოსაზრება საქართველოს ხელისუფლების მისამართით ასეთია, რომ ისინი ელოდებიან საქართველოში საპარლამენტო არჩევნები რა ვითარებაში ჩატარდება, რომელიც ჩვენი შემდგომი პოლიტიკური ბედის განმსაზღვრელიცაა.


დასავლეთი დააკვირდება იმას თუ რა კუთხით წარიმართება წინასაარჩევნო კამპანია, უშუალოდ არჩევნების პროცესი და შემდგომი პერიოდი და თუ რაიმე სერიოზული გადაცდომები და დარღვევები გამოვლინდა, აი, მაშინ უკვე დასავლეთი მიიღებს სხვა კონტრ-ზომებს.


ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ დღეს დასავლეთის კრიტიკა უფრო მეგობრულია, ისინი უბრალოდ ჩვენს ხელისუფლებას აფრთხილებენ,რომ არჩევნები დემოკრატიულ, სამართლიან პირობებში უნდა ჩატარდეს.


პერსონალური სანქციების მიხედვით, ადამიანს აშშ-ის ან ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძელება, მისი ქონების და ანგარიშების დაყადაღება ან გაყინვა მოხდება ან ეს ქონება იმ დროს არსებულ ხელისუფლებას გადაეცემა, აერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინებით პიროვნების საერთაშორისო დევნა მოხდება და ა.შ."- განაცხადა მაისაიამ.

ავტორ(ებ)ი : http://resonancedaily.com/