Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:13 14.02.2020
„ყავის კაფსულების საწარმო უნიკალურია, რამდენადაც ევროპული და ამერიკული სტანდარტის პროდუქციას უშვებს - 80% ექსპორტზე გავა, მათ შორის, "ამაზონის" მეშვეობით“

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკას ახალი მძლავრი საწარმო შეემატა: 

 

„დღეს დილით ეკონომიკის მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ყავის კაფსულების ახლადგახსნილი საწარმო, რომლის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი ლარია. უნიკალურია, რამდენადაც ევროპული და ამერიკული სტანდარტის პროდუქციას უშვებს, თვეში 18 მილიონ კაფსულას, წარმოების რესურსი აქვს 100 მილიონი. 80% ექსპორტზე გავა, მათ შორის "ამაზონის" მეშვეობით. აქვე წარმოადგინეს ასევე სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილი საწარმოების და სასტუმროების განლაგების რუკა. საკმაოდ ბევრია, მათ შორის მსხვილი საწარმოები“, წერს გიორგი ვოლსკი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge