Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:09 13.02.2020
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის КГБ სოფელ წნელისთან საქართველოს შსს-ს ქვედანაყოფის გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის КГБ 2020 წლის თებერვლიდან სოფელ წნელისთან საქართველოს შსს-ს ქვედანაყოფის გააქტიურების შესახებ იუწყება. დე ფაქტო უწყების ცნობით, აღნიშნული გამოიხატება ყოველდღიურ პატრულირებაში პოლიციის გაძლიერებული განაწესით, სათვალთვალო პოსტების საიჟინრო მოწყობის გაგრძელებაში და უპილოტო საფრენი აპარატებით ოპტიკური და საჰაერო დაზვერვაში. ამის შესახებ დეფაქტო უწყებაზე დაყრდნობით სააგენტო „რესი“ იუწყება. „განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება ავლენს პათოლოგიურ ქმედუუნარობას, მოიძიოს და იპოვოს კომპრომისული საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების ფონზე და განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მოსაზღვრე საქართველოს რაიონებში“ ,- ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge