Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:03 13.02.2020
„შეშფოთებული ვარ უგულავას განაჩენითა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიზანში ამოღების გამო"

"ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტი დონალდ ტუსკი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

 

„შეშფოთებული ვარ უგულავას განაჩენითა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიზანში ამოღების გამო. სასამართლო სისტემა პოლიტიკური ოპონენტებთან ბრძოლისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული. მმართველმა ელიტამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია. კანონის უზენაესობა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების აუცილებელი პირობაა“,- წერს ტუსკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge