Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:26 13.02.2020
რუსეთში კორონავირუსის საკარანტინო ზონიდან პაციენტები გაიქცნენ

რუსეთში კორონავირუსის საკარანტინო ზონიდან პაციენტები გაიქცნენ. ქალები, რომლებიც კორონავირუსის გამო საავადმყოფოს კარანტინში იყვნენ მოთავსებულნი, გაიქცნენ სამკურნალო დაწესებულებიდან. გავრცელებული ინფორმაციით, მათი გაქცევის მიზეზი გახდა ის მძიმე პირობები, რომელიც საავადმყოფოში იყო.

 

ერთი პაციენტი გაიქცა პირდაპირ საავადმყოფოს ფანჯრიდან, მეორემ კი პალატაში არსებული ელექტრო დანადგარი მწყობრიდან გამოიყვანა, რათა საწოლიდან ამდგარიყო და გაქცეულიყო კარანტინიდან. ორივე მოქალაქე აცხადებს, რომ საავადმყოფოში შეინიშნებოდა ექიმების დაბალი კვალიფიციურობა და მძიმე პირობები, რის გამოც ისინი შიშობდნენ, რომ შეიძლებოდა თვითონაც გამხდარიყვნენ ინფიცირებულნი. ამის შესახებ ინფორმაციას TIME-ი ავრცელებს.

 

ფანჯრიდან გაქცეული, ჩინეთიდან სამარაში ჩამოსული რუსეთის მოქალაქის თქმით, მას შემდეგ რაც მისმა შვილმა თავი ცუდად იგრძნო და ტემპერატურა 37.3 უფიქსირდებოდა, გამოიძახა სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც ბიჭს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დაუდგინა, რის გამოც არასრულწლოვანი და დედა საგანგებოდ გადაიყვანეს საავადმყოფოს იზოლაციურ განყოფილებაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოს ხელმძღვანელობა პაციენტებს დაპირდა ტესტის შედეგების 3 დღეში მიწოდებაზე, ექიმებმა 5 დღის განმავლობაში არ მიაქციეს ყურადღება ზემოხსენებულ პაციენტებს, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია.

 

საავადმყოფოში იზოლაციიდაან მე-5 დღეს ქალმა თავის ქმარს სთხოვა, რომ მოეტანა ორსულობის შესამოწმებელი ტესტი, რომელმაც დაადასტურა, რომ იგი ფეხმძიმედ იყო, აღნიშნულის შემდეგ კონფლიქტი მოხდა ქმარსა და საავადმყოფოს ადმინისტრაციას შორის, რადგან იგი მოითხოვდა მისი ოჯახის წევრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რაზეც უარი მიიღო და მის ცოლ-შვილს დამატებით 14 დღით განუსაზღვრეს სამკურნალო დაწესებულებაში დარჩენა.

 

მომხდარის შემდეგ, ოჯახმა გაქცევა გადაწყვიტა და ისინი საავადმყოფოს ფანჯრიდან გაიპარნენ. პოლიციამ ისინი სახლში დაკითხა, თუმცა მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ- ამჟამად თითოეული მათგანი ჯანმრთელია და კორონავირუსი არ უდასტურდებათ.ბ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge