Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:11 11.02.2020
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი პრემიერისთვის, -„სიყვარულის ნექტარი“ - ემზადება

დღეს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სარკეებიან დარბაზში, დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“- ს პრემიერასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

 

პრესკონფერენციას დაესწრენ აკადემია Opera(e)Studio-ს ხელმძღვანელი ჯულიო ძაპა;  „სიყვარულის ნექტარის" დამდგმელი რეჟისორი პაბლო მარიტანო, პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში რუსუდან მაცაბერიძე, შემოქმედებითი ევროპის დესკის ხელმძღვანელი ქეთევან შენგელია, საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე, ბატონი ნიკოლა იორიო.

 

26,27,29 თებერვალს და 1 მარტს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაეტანო დონიცეტის ოპერა „სიყვარულის ნექტარი“-ს პრემიერა გაიმართება. ეს დადგმა წარმოადგენს Auditorio de Tenerife-, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და ბოლონიის Teatro Comunale-ს თანაპროდუქციას. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის პროგრამისშემოქმედებითი ევროპათანადაფინანსებით. ასევე პროექტს მხარს უჭერენ „შემოქმედებითი საქართველო“ და იტალიის საელჩო საქართველოში.

 

 

პროექტის მიზანია ახალგაზრდა ვოკალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით გასულ წელს იტალიაში, საქართველოსა და ესპანეთში ჩატარდა მომღერლების მოსმენები, სადაცმონაწილეობა მიიღო 181-მა შემსრულებელმა მსოფლიოს 33 ქვეყნიდან. მოსმენებს ატარებდნენ პროექტის სამხატვრო საბჭოს წევრები: ალეხანდრო აბრანტე (Opera de Tenerife -ინტენდანტი); ჯულიო ძაპა (აკადემია Opera(e)Studio-ს ხელმძღვანელი); ხოსე ლუის რივერო (Auditorio de Tenerife-ს სამხატვრო ხელმძღვანელი); ბადრი მაისურაძე (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი); ფულვიო მაჩარდი (ბოლონიის  Teatro Comunale-ს ინტენდანტი).


მოსმენების შედეგად შერჩეულმა პროექტის ათმა მონაწილემ ტენერიფეში გაიარა ორთვიანი ინტენსიური კურსი ვოკალში, სამსახიობო ხელოვნებაში, ქორეოგრაფიაში ცნობილი პედაგოგების ხელმძღვანელობით. პროექტის კულმინაციაა - თანაპროდუქციის გაეტანო დონიცეტის ოპერა ,,სიყვარულის ნექტარი“-სჩვენება ყველა მონაწილე ქვეყანაში - ესპანეთი, საქართველო, იტალია (4 სპექტაკლი თითოეულ ქვეყანაში).


ესპანეთში „სიყვარულის ნექტარის“ პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა.

 

26,27,29 თებერვალს და 1 მარტს კი „სიყვარულის ნექტარი“ ნაჩვენები იქნება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, რის შემდეგაც სპექტაკლი გაემგზავრება იტალიაში.


სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის პაბლო მარიტანოს შთაგონების წყარო კინემატოგრაფიის ოქროს ხანაა. ჯადოსნური სამყარო შეიქმნა იმ პერიოდის ჰოლივუდის ფილმების გადასაღებ მოედნებისგანრეჟისორი ასე გადმოსცემს სპექტაკლის მთავარ იდეას: „სიყვარული ეს მხატვრული ფილმია,ფილმის სცენარი, რომელიც, თავის მხრივ აღებს კარებს, რათა პატივი მიაგოს „ოქროს ხანას“ ოცნებების იმ დიდებულ ფაბრიკას, რომელსაც კინო ეწოდება“.

 

სპექტაკლის დირიჟორები - კახი სოლომნიშვილი და ლევან ჯაგაევი, სცენოგრაფი -სერენაროკო, კოსტიუმების მხატვარი - ლორენა მარინი, განათების მხატვარი -ვირჯინიო ლევრიო.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge