Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:24 28.01.2020
კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამომძიებლებმა განცხადება გააკეთეს

41 წლის ამერიკელი ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

 

პოლიციამ 9 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა. მათ შორის იყო კობის 13 წლის ქალიშვილიც.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ვერტმფრენში ე.წ. შავი ყუთი არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ შავი ყუთი ორი მთავარი ნაწილისაგან შედგება FDR (ფრენის მონაცემთა ჩამწერი) და CVR (ხმის ჩამწერი). შავი ყუთი იწერს ინფორმაციას, როგორიცაა ფრენის ხანგრძლივობა, ქარის სიჩქარე, თვითმფრინავის მიმართულება და ა.შ. მასშია ასევე ჩაწერილი პილოტის საუბარიც. გამომძიებლების თქმით, ჩამწერი აპარატურის ვერტმფრენში არსებობა აუცილებელი არ იყო, განსხვავებით თვითმფრინავებისგან, სადაც შავი ყუთი აუცილებლად უნდა იყოს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება კვლავ გრძელდება.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge