Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:27 24.01.2020
თბილისში, აზერბაიჯანულენოვანი გაზეთ „გურჯუსტან“-ის (საქართველო) მთავარი რედაქტორ - ისლამ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგეს

23 იანვარს, ხუთშაბათს, თბილისში ტრადიციულად გაიმართა აზერბაიჯანულენოვანი გაზეთის გურჯუსტან“-ის (საქართველო) გარდაცვლილი მთავარი რედაქტორის, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის საბჭოს წევრის, ისლამ ალიევის ხსოვნის დღე. ცერემონიალზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა, მიუსამძიმრა მიცვალებულის ახლობლებს და მეგობრებს. მიცვალებულის, ნიჭიერი ჟურნალისტის, ქართველი პატრიოტის, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქვეყნის აზერბაიჯანული საზოგადოების კულტურული ცხოვრების გამდიდრებასა და მოძმე აზერბაიჯანთან ჩვენი კავშირების განმტკიცებაში, სული ლოცვით მოიხსენიეს.

 


გარდაცვლილის მეგობრებმა და კოლეგებმა აღნიშნეს ი. ალიევის მაღალი ადამიანური და პროფესიონალური თვისებები, მისი როლი ჟურნალისტების არაერთი თაობის აღზრდაში, დაუღალავი ნახევარსაუკუნოვანი შრომა ჟურნალისტიკის სფეროში და მისი  პროფესიისადმი უსასრულო ერთგულება.

 


ღრმა მწუხარება გამოიხატა ასეთი ნათელი პიროვნების დაკარგვასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ ისლამ ალიევის მოღვაწეობა უნდა გაგრძელედეს გაზეთის ფარგლებში, რომელსაც მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge