Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:34 21.01.2020
"ქალბატონო ნინო, სამსახურს ჰქვია პენიტენციური და არა პენიტენციალური"- თეა წულუკიანი ომბუდსმენს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელიც ასევე მოხსენებით წარდგა, ტერმინების გადახედვისკენ მოუწოდა.

 

წულუკიანმა ლომჯარიას მიუთითა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას პენიტენციური ქვია და არა პენიტენციალური.

 

„ქალბატონო ნინო, ამ სამსახურს არ ჰქვია პენიტენციალური, ეს არის პენიტენციური დაწესებულება და პენიტენციური სამსახური. ამიტომ, გთავაზობთ, რომ ტერმინებსაც გადავხედოთ, როდესაც ასეთი მაღალი, ოფიციალური ტრიბუნიდან ვსაუბრობთ“,- განაცხადა მინისტრმა.

 

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველისა და იუსტიციის მინისტრების მოსმენა მიმდინარეობს. ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა. თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამავე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე მის ხელთ არსებულ ინფორმაციას წარადგენს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge