Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:53 08.01.2020
ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი რუბლის გამოყენების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროცედურების განხორციელება დაიწყო

ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი რუბლის გამოყენების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, სუს-ის თავმჯდომარეობით მოქმედმა კომისიამ შესაბამისი პროცედურების განხორციელება მყისიერად დაიწყო.

 

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმდჯომარეობით მოქმედმა, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა კომისიამ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად დაიწყო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება. „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge