Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:38 16.12.2019
რუსთავის თეატრის სცენაზე 400 წლიანი ისტორიის მქონე ჩინური ოპერის დასი ,,მაკბეტს“ წარმოადგენს!

 

17 დეკემბერს, 19.00 სთ-ზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრი, 400 წლიანი ისტორიის მქონე, ჰუიჯუს ოპერის დასს უმასპინძლებს, რომელიც  ულიამ შექსპირის ცნობილი პიესის ,,მაკბეტის“ საოპერო დადგმას ინოვაციური ქორეოგრაფიითა და  გამორჩეული ტექნიკური ელემენტებით წარმოადგენს. დასი პირველად იმყოფება საქართველოში, რუსთავამდე მსახიობებმა წარმოდგენები 14 და 15 დეკემბერს რუსთაველის თეატრშიც გამართეს.

 


ჰუიჯუს ოპერამ ,,მაკბეტი“ დიდი როლი ითამაშა ჩინური სათეატრო და საოპერო ხელოვნების განვითარებაში.


ტრადიციული კოსტიუმები, რომელშიც შენარჩუნებული ოთხ საუკუნიანი ისტორია, არამატერიალურ კულტურულ ძეგლად იქცა.


წარმოდგენა, რომელიც რუსთაველ მაყურებელს დიდი ხნის განმავლობაში არ დაავიწყდება, მისი ნახვის შესაძლებლობა მხოლოდ 17 დეკემბერს, 19.00სთ-ზე შეეძლება.

 


ანჰიუის რეგიონის ჰუიჯინგ თეატრის ტური ორგანიზებულია ჩინეთის თეატრის ასოციაციის, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის მიერ. თეატრის ტური საქართველოში ხორციელდება ჩინეთის ლიტერატურის და ხელოვნების ფონდის მხარდაჭერით.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge