Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:48 12.12.2019
"ევროკავშირის პოზიცია მეორე მსოფლიო ომთან მიმართებაში სამარცხვინო ტყუილია"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციას „სამარცხვინო ტყუილი“ უწოდა. რეზოლუციის თანახმად, 1939 წელს გაფორმებულმა „რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტმა“ მეორე მსოფლიო ომს საფუძველი დაუდო.

 

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის რეზოლუცია „უსაფუძვლოა“.


„ლამისაა მათ ომის დაწყებაში ნაცისტურ გერმანიასთან ერთად საბჭოთა კავშირი დაადანაშაულონ. თითქოს მათ დაავიწყდათ ვინ დაესხა თავს პოლონეთს 1939 წლის პირველ სექტემბერს და საბჭოთა კავშირს - 1941 წლის 22 ივნისს“, - განაცხადა პუტინმა.

 

1939 წელს მოსკოვში გაფორმებული ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი მესამე რაიხსა და სსრკ-ს შორის დადებული პაქტი იყო, რომელიც თავდაუსხმელობას გულისხმობდა. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ პაქტით საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ ძირითადად ევროპის ქვეყნები ინტერესის სფეროებად გადაინაწილეს. პაქტის მიხედვით, ორი სახელმწიფოს ინტერესის სფეროთა საზღვარს ლიტვის ჩრდილოეთ საზღვარი წარმოადგენდა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge