Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:16 12.12.2019
„აი, სწორედ ასეთი ადამიანების შვილებს აქვთ დაპყრობილი პოლიტიკური ასპარეზი და გვმოძღვრავენ - სწორედ ასეთი ხალხი და მათი შვილები გვასწავლიან - რა შეიძლება, რა არ შეიძლება“

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში ასეთ განცხადებას აკეთებს: „ვიწყებ რუბრიკას - "ვინ გვმოძღვრავს." პირველ „პერსონად“ იგი საია-ს ყოფილი თავმჯდომარეს ანა ნაცვლიშვილს ირჩევს:

 


„ამჟამად ანა ნაცვლიშვილზე გიამბობთ: საია-ს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მისი საპარლამენტო მდივანი, ამჟამად ნაც-არასამთავრობო ორგანიზაციათა "ფლაგმანი" ანა ნაცვლიშვილი, ხალხის ხარჯზე გამდიდრებულთა ოჯახიდანაა. ფაქტებში ბატონ 
Davit Akhrakhadze-ს დავესესხები და ცოტას მეც მივამატებ: ამ ქალბატონის მამა გახლავთ ამირან ნაცვლიშვილი, რომელიც 1993-1995 წლებში იყო ქუთაისის მერი, რომელმაც შედეგად ქუთაისის „ავტოქარხანა" ჩაიგდო ხელში, მეუღლესთან ერთად მიიტაცა და მართავდა. საწარმო, რომელშიც ათი ათასზე მეტი ადამიანი შრომობდა, ქარხანა, რომელიც უნიკალური დაზგა-დანადგარებით იყო აღჭურვილი - ანა ნაცვლიშვილის მშობლებმა პირწმინდად აგძარცვეს, გააპარტახეს და ჯართად გაყიდეს. ნაცვლიშვილები მილიონერები გახდნენ... იმდენად გაზულუქდნენ, რომ ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად. შემდეგ მოხდა ისე, რომ ამირან ნაცვლიშვილი გაიტაცეს, გამოსასყიდად კი რამდენიმე მილიონ დოლას ითხოვდნენ. ელისპროჭო კილაძის ქმარმა, რომელიც მაშინ ქუთაისის სისხლის სამართლის სამძებროს უფროსად მუშაობდა, გატაცების საქმე მალევე "გახსნა" - რისთვისაც ჯიდოები ყველა მხრიდან მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, სახელმწიფო ქონების შეტყაპუნებისათვის ანა ნაცვლიშვილის მშობლები დაიჭირა და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლა - რაც ამ უკანასკნელებს ქუთაისის ავტოქარხანა სახელმწიფოსთვის დააბრუნებინეს და ათეულობით მილიონი მიატანინეს. (ნაცებმა "საპროცესო შეთანხმებით" 50 000 ბიუჯეტში ჩარიცხეს, დანარჩები - ჯიბეში.) ანა ნაცვლიშვილის მამამ თავისი ქალიშვილი "პროდასავლურ არასამთავრობოებში" შეაგდო, მაყუთით თავბრუდამხვევი კარიერა გაუკეთა, თავად კი მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად რუსეთში გადაბარგდა. ანა ნაცვლიშვილის დედ-მამა ქართველი და რუსეთში მოღვაწე ადვოკატების მეშვეობით ცდილობდა "სტრასბურგის სასამართლოში" თავის გამართლებას... ისინი დაკარგულის დაბრუნებას გეგმავდნენ თუმცა - ამაოდ: ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს ქურდებს ევროპული პანღური უთავაზა. აი, სწორედ ასეთი ადამიანების შვილებს აქვთ მუდამ დაპყრობილი პოლიტიკური ასპარეზი და გვმოძღვრავენ. სწორედ ასეთი ხალხი და მათი შვილები გვასწავლიან პატიოსან ადამიანებს - რა შეიძლება, რა არ შეიძლება და რა არის აუცილებელი!“, წერს ირაკლი ზაქარეიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge