Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:24 11.12.2019
გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა, გოკა გაბაშვილი კი დაზარალებულადაა ცნობილი

„ევროპული საქართველოს“ წევრს გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით (სსკ-ის 126 მუხლი) წარედგინა, გოკა გაბაშვილი კი დაზარალებულადაა ცნობილი. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ადასტურებს. საუბარია აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე, რასთან დაკავშირებითაც უგულავა და გაბაშვილი დღეს შსს-ში გამოიკითხნენ. ინციდენტში მონაწილე კიდევ ორი პირიდან, რომლებსაც უგულავა და გაბაშვილი თავდასხმაში ადანაშაულებდნენ, ერთს ძალადობის მუხლით წარედგინა ბრალი, ხოლო მეორე დაზარალებულად არის ცნობილი.

 

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მას და გოკა გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge