Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:48 05.12.2019
ნიკა გვარამია ხვალ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას ხვალ არ აპირებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა. როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, გვარამია ჩვენებას მხოლოდ მოსამართლის წინაშე მისცემს. „ხვალ არ ვაპირებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას. თუ სასამართლოში დაიბარებენ, იქ გამოვცხადდებით“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

 

ცნობისთვის, დღეს, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი უწყება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გვარამია უწყებაში გამოკითხვაზე მოწმის სახით, 6 დეკემბერს, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. ნიკა გვარამიას განმარტებით, საქმე ეხება დამხობასთან დაკავშირებით მის „ფეისბუქ სტატუსს“. „ერთი პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge