Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:46 01.12.2019
„უღრმესი მადლობა პატრიარქს, რომელმაც ''ჯორჯიან თაიმსის'' მე-20 საიუბილეო დღესასწაულში მონაწილეებს პირადი წერილით მოგვილოცა და დაგვლოცა“

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა. 

 

რეიტინგის მე-20 საიუბილეო დღესასწაულში მონაწილე ბიზნესმენები, ორგანიზატორები, სპონსორები და მხადამჭერები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პირადი წერილით დალოცა. 

 

პატრიარქის მოლოცვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:



გულითადად მოგესალმებით ბიზნეს-რეიტინგის მე-20 საიუბილეო დაჯილდოების მონაწილეთ, ორგანიზატორებს, სპონსორებსა და მხარდამჭერთ. ბიზნესის განვითარებას რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ამ სივრცეში ადგილის დამკვიდრება დღეს ადვილი არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოხარული ვარ, რომ სულ უფრო იზრდება მეწარმეთა რიცხვი. მინდა დავლოცო თითოეული თქვენთაგანი და შემდგომი წარმატება გისურვოთ. განსაკუთრებით მინდა დავლოცო ამ საქმიანობაში ახლადფეხადგმულნი და ისინი, ვინც სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს და ენდემური ჯიშების აღორძინებას უწყობს ხელს. ესეც გახსოვდეთ, თქვენი წარმატების საფუძველი თქვენი ცხოვრების წესშიცაა. ძველი სიბრძნე გვასწავლის: გამცემი ხელი ცარიელი არასოდეს დარჩებაო. ვიმედოვნებ, თქვენი მოღვაწეობა მომავალშიც იქნება დაკავშირებული ქველმოქმედებასთან, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების შეწევნასთან, რაც ღვთისსათნო დიდი საქმეა. ღმერთმა არ მოგაკლოთ წყალობა, მშვიდობა და სიხარული.

პატივისცემით

ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

27. 11 29

 

 

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებუ"უღრმესი მადლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, რომელმაც ''ჯორჯიან თაიმსის'' მე-20 საიუბილეო დღესასწაულში მონაწილე ბიზნესმენებს, ორგანიზატორებს, სპონსორებსა და მხადამჭერებს პირადი წერილით, ღონისძიების დროს მოგვილოცა და დაგვლოცა. უღრმესი მადლობა ჩვენს პატრიარქს ასეთი დაფასებისა და მხარშიდგომისთვის. იმისთვისაც, რომ ჩვენი ღონისძიების მთავარი ჯილდო, გარდამავალი ''ბოლნური ჯვარიც'' თავად გვიკურთხა მრავალი წლის წინ,"- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge