Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:40 29.11.2019
3 შუალედური ნომინაცია, რომელიც XX ბიზნეს რეიტინგის ფარგლებში გამოვლინდა

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა. 

 

ნომინაციაში „ფორცა, ჩირჩხელაგური სალუქვაძემ გაიმარჯვა, რომელიც ღონისძიების წამყვანი, ამავე დროს სტარტაპ/ბიზნესმენი და კომპანია ჩირჩხელას დამფუძნებელია, რაც ძალიან კარგი და ბუნებრივია, რადგან გიგანტი კომპანიების გვერდით, მუდამ უნდა ჩნდებოდეს და იზრდებოდეს ახალი და პერსპექტიული ბიზნესები.

 

საიუბილეო საღამოზე ბიზნეს დღესასწაულზე მოწყობილი ტურბულენტობისათვის დიჯეი რემბო დაჯილდოვდა, რომელიც მთელი საღამოს მანძილზე დამსწრე საზოგადოებას ლაივ სეტს სთავაზობდა, სწორედ მისი გახლდათ მუსკალურ ტექტონიკური ძვრები.

 

და ბოლოს, ლამის კოსმიური გარემოს შექმნაზე, გალაქტიკური განწყობაზე და ფერთა ელექტრონული სტრიმებზე სახელოვანმა სანო სტუდიამ იზრუნა. გვერდით  დგომისა და მხარდაჭერისათვის „ჯორჯიან თაიმსმა“ მერაბ სანოძეს მადლობა გადაუხადა.

 

შეგახსენებთ, რომ XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნოვნული ჯილდოსა და  გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.

 

 

იხ. ფოტო:

 

 


 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge