Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:24 29.11.2019
"კომპანიისთვის თითოეული ჯილდო სამოტივაციოა იმისთვის, რომ მეტი გააკეთოს და საზოგადოებასაც მეტი სარგებელი მოუტანოს"

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასშიჯორჯიან თაიმსისა და კომპანია გორბის მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა

 

 

ტრადიციულად, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა.  


ჯილდო, ნომინაციაში - უმსხვილესი დამსაქმებელი, ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, - კომპანია „PSP ჯგუფს“ - გოჩა გოგილაშვილს გადაეცა.


„PSP არაერთი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის, ბიზნეს დაჯილდოების მრავალგზის გამარჯვებულიც, თუმცა კომპანიისთვის თითოეული ჯილდო სამოტივაციოა იმისთვის, რომ მეტი გააკეთოს და საზოგადოებასაც მეტი სარგებელი მოუტანოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ეს წარმატება ახალი არ არის, მაინც ყველა გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ჩვენი წარმატება თითოეული ჩვენი თანამშრომლის დამსახურებაა, - განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში „PSP ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნათია ხაბეიშვილმა.

 

PSP ჯგუფიასევე მედიის რჩეული კომპანია გახდა.

 

 

შეგახსენებთ, რომ XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნოვნული ჯილდოსა და  გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge