Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:15 28.11.2019
"იმარჯვებს ის კომპანია, რომელსაც ბიზნეს გარემო საუკეთესოდ თვლის“ -მერაბ ლომინაძე

 

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასშიჯორჯიან თაიმსისა და კომპანია გორბის მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა

 

ტრადიციულად მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა.  

 

ჯილდო, ნომინაციაში - უმსხვილესი ექსპორტიორი და დამსაქმებელი, რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, „ჯორჯიან მანგანეზს“ - მერაბ ლომინაძეს“ გადაეცა.

 

ეს საიუბილეო საღამო გასული წლის საუკეთესო ბიზნესის გამოსავლენად ტარდება. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქართული მედია და ბიზნესი მეგობრობდენენ. გამარჯვებულს თავად ბიზნესმენები გამოავლენენ. საუკეთესო ბიზნესის შერჩევა რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. ბოლო ეტაპზე ყველა ბიზნესმენს ბიულეტენი დაურიგდება და თვითონ გადაწყვეტენ, თუ რომელია საუკეთესო ბიზსნესი. ეს ერთადერთი არჩევნებია, სადაც პრეტენზია არავის გააჩნია, იმარჯვებს ის კომპანია, რომელსაც ბიზნეს გარემო საუკეთესოდ თვლის,-განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარშიჯორჯიან მანგანეზის ფინანსურმა დირექტორიმა მერაბ ლომინაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნოვნული ჯილდოსა და  გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge