Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:04 28.11.2019
„ეს ის მშვენიერი მანიფესტაციაა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მედიამ და ბიზნესმა იმეგობრონ“- მერაბ ფაჩულია ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოებაზე

 

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ჯორჯიან თაიმსისადა კომპანიაგორბისმიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა

 

წელს უკვე მეოცედ საქართველოს საუკეთესო კომპანიისა და ბიზნესმენის გამოსავლენად  მედიაჰოლდინგი “The Georgian Times”-ის მიერ დამკვიდრებული ტრადიციული ბიზნეს რეიტინგი გამორჩეულად ჩატარდა. ტრადიციულად, რეიტინგების დათვლას  საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი  “გორბი“ აწარმოებდა. 

 

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ის მშვენიერი მანიფესტაციაა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მედიამ და ბიზნესმა იმეგობრონ. მე-20 წელია, რაც ბიზნესების შერჩევის საღამო ტარდება, რომელსაცჯორჯიან თაიმსიმასპინძლობს და ჩვენ რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ.


ბიზნესის შერჩევა რამდენიმე საფეხურით ხორციელდება:


 ოფიციალური მონაცემები, თუ რა წვლილი შეიტანა კონკრეტულმა ბიზნესმა ქართულ ბიზნესში;

 პანელი ექსპერტები თითოეულ ბიზნესს რამდენიმე კრიტერიუმით აფასებენ;

 და რაც ყველაზე მთავარია, შერჩეული ბიზნესმენები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელია წლის საუკეთესო ბიზნესი. ბიზნესის წარმომადგენლებს ბიულეტენები დაურიგდებათ  და ისინი მათი აზრით 2018 წლის საუკეთესო ბიზნესმენებს ხმას  მისცემენ. ეს შედეგები დაითვლება და საუკეთესო ბიზნესი გამოცხადება,”- განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია -გორბისხელმძღვანელმა მერაბ ფაჩულიამ.

 

ტრადიციულად მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა.  

 

XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნოვნული ჯილდოსა და  გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.

 

შეგახსენებთ,რომ მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან  ატარებს.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge