Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:32 19.03.2019
საქართველოში ფრანგული გასტრონომიის კვირა «Goût de France / Good France» გაიმართება

ფრანგული გასტრონომიის კვირა საქართველოში : ღონისძიების « Goût de France / Good France » მე-5 გამოშვება 2019 წლის 18-22 მარტს გაიმართება

 

« რაც მაქვს (პროდუქტი, სეზონი), მივუმატოთ რაც ვიცი (ტექნიკა, ნიჭი), ესაა, რასაც ვაკეთებ. სამზარეულო, სულ ეს არის. »

ალენ დუკასი

 

ფრანგული გასტრონომიის მსოფლიო მასშტაბის დღესასწაული « Goût de France / Good France » საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შეფ-მზარეულ ალენ დუკასის ინიციატივით შეიქმნა.

 

2019 წელს, უკვე ზედიზედ მეხუთედ, მთელი მსოფლიოს შეფ-მზარეულები ფრანგული კულტურის კულინარიულ მემკვიდრეობასა და მისთვის დამახასიათებელ გემრიელად მირთმევის ხელოვნებას ზეიმობენ. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში შერჩეული შეფ-მზარეულები, 21 მარტის საღამოს, 5 კონტინენტზე და 150-ზე მეტ ქვეყანაში, « ფრანგულ ვახშამს » შემოგთავაზებენ. 2019 წლის ღონისძიება მიეძღვნება ისეთ თემებს, როგორიცაა მდგრადი გასტრონომია და ადგილობრივი ნიადაგი. საქართველოში ეს აღნიშვნა  რამდენიმე ღონისძიებისგან იქნება შემდგარი.

 

1) ფრანგი შეფ-მზარეულის ჟან-პიერ ქსირადაკისის ჩამოსვლა

 

შეფ-მზარეული ჟან-პიერ ქსირადაკისი ცნობილია იმით, რომ მან საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანა საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონის სამზარეულო. 1968 წლიდან, ის იცავს გასტრონომიას, რომელიც პატივს სცემს ბუნებას, სეზონებსა და ტრადიციას. რესტორნის La Tupina”  შეფს საერთაშორისო ჯილდოები აქვს მინიჭებული New York Times-გან, Washington Post-გან.

ჟან-პიერ ქსირადაკისი და ფრანკ ოდუ ეწვევიან საქართველოს 18-დან 24 მარტამდე « Goût de France / Good France » -ის კვირეულთან დაკავშირებით.

**

ადგილობრივი ნიადაგის დაცვა

 

19 მარტი, 20სთ : მოწვეული შეფები შეფ-მზარეულებთან ირაკლი ასათიანთან და დავიდ ლეგრანთან (« აჭარა ჯგუფი ») ერთად ფრანგულ-ქართულ გასტრონომიულ ვახშამს მოამზადებენ ქართულ მამულ « ლუკასთან » პარტნიორობით. გამოყენებული პროდუქტის უმეტესობა იქნება ადგილობრივი იმის დამადასტურებლად, რომ გასტრონომია და მდგრადობა შესანიშნავად შეთავსებადია.

 

20 მარტი, 15სთ : ფრანგი შეფები გაუძღვებიან ღია საჯარო დისკუსიას « მდგრადი გასტრონომიის მიზნებზე საქართველოსა და საფრანგეთში », რომელიც გაიმართება რესტორანში « ჩვენი », გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლის, შეფ-მზარეულ გურამ ბაღდოშვილისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლის თანდასწრებით. მონაწილეები ისაუბრებენ ქართული პროდუქტისთვის უპირატესობის მინიჭების მნიშვნელობაზე, მდგრადი სოფლის მეურნეობის დაცვასა და რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ.

 

21 მარტი, 10სთ : შეფები საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიულ აკადემიაში ჩაატარებენ მასტერკლასს « ქართული ნიადაგი » ახალბედა ქართველი შეფებისთვის და რომლის განმავლობაშიც ტრადიციული ადგილობრივი პროდუქტი დამუშავდება.

 

**

აქცენტი ქართულ სამონასტრო სამზარეულოზე

 

18 მარტს, ფრანგი მზარეულები დააგემოვნებენ სამცხე ჯავახეთში მდებარე უდეს მონასტრისა და ფოკას მონასტრის პროდუქტებს. ისინი გაეცნობიან ადგილობრივი სამონასტრო კულინარიის ტრადიციას მისი პოპულარიზაციის მიზნით. კახეთში, იმავე მიზნით, ისინი დააგემოვნებენ ადგილობრივი ენდემური ხორბლის სახეობისგან მიღებულ პროდუქტს.

 

23 მარტს, ფრანგი მზარეულები ალავერდის მონასტრის ბერებთან ერთად მოამზადებენ ფრანგულ სადილს, « ბადაგონის » მხარდაჭერით. სადილი მომზადდება ქართული ადგილობრივი და სეზონური პროდუქტებისგან,  სააღდგომო მარხვასთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით.

21 მარტი, « Goût de France / Good France » -ის საზეიმო დღე

21 მარტს გაიმართება « Goût de France / Good France » -ის საზეიმო ვახშამი. საფრანგეთის საელჩოს პარტნიორი ქართული რესტორნები, აღნიშნულ საღამოს, “ფრანგულ ვახშამს” შემოგთავაზებენ. მენიუ წინა პლანზე გამოიტანს ფრანგული კულინარიის ტრადიციას : კერძების თანმიმდევრობასა და კერძებისა და ღვინის დაბალანსებულ შეხამებას. ფრანგი შეფებისგან შემდგარმა კომიტეტმა ქართველი მონაწილეები ხარისხისა და შემოთავაზებული მენიუს ჰარმონიულობის კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია.

 

2019 წლის 21 მარტის საღამოს, შემდეგი ქართული რესტორნები მენიუს « ფრანგულ სტილში » შემოგთავაზებენ :

- 1/ თბილისში

« ბარბარესთან », რომელიც შემოგთავაზებთ პოსტ-რენესანსულ სამზარეულოსადმი მიძღვნილ მენიუს « ერისთავი-ბურბონ »,

« ჩვენი »,

« ტარტინი »,

o   The Kitchen

- 2/ შერატონის რესტორანი « 360° » ბათუმში

რეკომენდებულია რეზერვაციის გაკეთება დღეიდანვე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge