Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:08 29.10.2018
"ქართველი ამომრჩეველი ბევრად უფრო საღად და პატრიოტულად უყურებს მოვლენებს, ვიდრე ეს ხელისუფლებას ეგონა"

გამოჩნდა, რომ ქართველი ამომრჩევლისთვის მიუღებელია მთავარსარდალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ქართველი ამომრჩეველი ბევრად უფრო საღად და პატრიოტულად უყურებს მოვლენებს, ვიდრე ეს ხელისუფლებას ეგონა.


„გამოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის კანდიდატი, რომელიც მიუღებელია ჩვენი ამომრჩევლისთვის. გამოჩნდა, რომ ქართველი ამომრჩეველი ბევრად უფრო საღად და პატრიოტულად უყურებს მოვლენებს, ვიდრე ეს ხელისუფლებას ეგონა. გამოჩნდა, რომ ქართველი ამომრჩევლისთვის მიუღებელია მთავარსარდალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას", - განაცხადა ბაქრაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge