Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:47 07.07.2017
აი, როგორ გამოიყურება სენიორ რობინზონის პარასკევა დღეს, ფილმის გადაღებიდან 40 წლის შემდეგ!

ზუსტად 40 წლის წინათ - 1976 წელს ეკრანებზე გამოვიდა იტალიელი რეჟისორის სერჯო კორბუჩის კომედია „სენიორ რობინზონი“. 


ფილმში უნიჭიერეს პაოლო ვილაჯიოს (რობი) პარტნიორობას უწევს ეთიოპიური წარმოშობის იტალიელი მსახიობი, იმ დროისთვის ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ლამაზმანი ზეუდი არაია (პარასკევა). 



ზეუდი 1951 წელს ეთიოპიაში, ცნობილი ეთიოპიელი დიპლომატის ოჯახში დაიბადა. სკოლა დაამთავრა ადის-აბებაში 1969 წელს და ამავე წელს „მის ეთიოპია“ გახდა. 
მისი ბიძა 1960-70 წლებში ეთიოპიის ელჩი იყო იტალიაში. 1970 წელს ზეუდიც საცხოვრებლად რომში გადადის. თავდაპირველად ეთიოპიელი ლამაზმანი იტალიური ტელევიზიისთვის ყავის რეკლამებში მონაწილეობს. 


1971-1974 წლებში კინოსტუდია „ჩინჩიტაშია“ და ლუიჯი სკატინი თავის ეროტიკულ კომედიებში იღებს. 


1976 წელს სერჯო კორბუჩი მთავარ როლს სთავაზობს თავის კომედიაში „სენიორ რობინზონი“, რომელმაც ზეუდის საყოველთაო პოპულარობა მოუტანა.


„სენიორ რობინზონს“ 1978 წელს მოჰყვა ასევე სერჯო კორბუჩის მძაფრსიუჟეტიანი „ნეაპოლიტანური დეტექტივი“, სადაც ახალგაზრდა მსახიობს მარჩელო მასტროიანთან და ორნელა მუტისთან ერთად მოუწია თამაში.


მის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კი კინოკრიტიკოსები მიიჩნევენ შებას როლს ჯულიანო მონტალდოს ტრილერში „ერთი დღით ადრე“ (Giorno prima), რომელიც ეკრანებზე 1987 წელს გამოვიდა....


რაც შეეხება ზეუდი არაიას პირად ცხოვრებას, მისი პირველი ქმარი იყო პოპულარული და გავლენიანი კინოპროდიუსერი კარლო კრისტალდი, რომელთანაც 1983 წელს იქორწინა. ისინი ერთად იყვენენ 1992 წლამდე - კრისტალდის გარდაცვალებემდე. 


სხვათა შორის, ამ ქორწინებამდე კარლო კრისტალდის მეუღლე იყო უმშვენიერესი იტალიელი მსახიობი კლაუდია კარდინალე, რომელსაც პროდიუსერი 1975 წელს დაშორდა.

ზეუდის კარლო კრისტალდის რამოდენიმე ფილმშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. 


90-იანი წლებიდან ზეუდი მსახიობობას თავს ანებებს და იმ დროიდან მოყოლებული, დღემდე აქტიურად მოღვაწეობს, როგორც ტელე და კინოპროდიუსერი.


1994 წელს ცოლად გაჰყვა იტალიელ მხატვარს, რეჟისორსა და სცენარისტ მასიმო სპანოს. მათ ერთი შვილი ჰყავთ - მიქელანჯელო სპანო, რომელიც 1995 წელს შეეძინათ.
ამავე წელს ზეუდის პროდიუსერობით ეკრანებზე გამოვიდა მასიმო სპანოს ფილმი „Marciando nel buio“.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : http://dainteresdi.ge/