Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:16 05.07.2017
ცნობილი მამები და მათი არანაკლებ ცნობილი შვილები

მამის დღე  პირველად 1910 წლის 19 ივნისს, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ სპოკანში დააწესეს. მისი ინციატორი იყო სონორა სმარტ დოდი არკანზასის შტატიდან, რომელმაც ეს დღე გამოაცხადა სპოკანში ახალგაზრდა კაცთა ქრისტიანული ასოციაციის შეკრებაზე, მამის უილიამ სმარტის პატივსაცემად, რომელსაც მეუღლე მეექვსე ბავშვის გაჩენის შემდეგ გარდაეცვალა და  ექვსი შვილი მარტომ გაზარდა. მრავალ ქვეყანაში ეს დღესასწაული აღინიშნება ივნისის მესამე კვირა დღეს. ზოგიერთ ქვეყანაში ის მიესადაგება წმინდა იოსების ხსენების დღეს.



აშშ-ში ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა 1966 წელს, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის მიერ. ტრადიციულად ამ დღეს ამერიკის მოქალაქეები პატივს მიაგებენ მარტოხელა მამებს.



დღესასწაული პირელად საქართველოში 2016 წლის 19 ივნისს აღინიშნა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის Campus Lions Club Tbilisi-სა და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ორგანიზაცია Happy Father's Day in Georgia-ს მიერ. წელს კი დღესასწაული გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის We Care ინიციატივით, კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში გაიმართება. 



კამპანიის მთავარი მიზანია წაახალისოს მამაკაცების ჩართულობა ოჯახის საქმიანობაში. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც გენდერული თანასწორობისა და ქალთა საზოგადოებრივი აქტივობის მხარდამჭერია.



ამ დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ ფოტოებს, რომელზეც ცნობილი ქართველი მამები, ასევე ცნობილ შვილებთან ერთად არიან აღბეჭდილნი.

 

ბიძინა და ბერა ივანიშვილები

 

 

 

ჯემალ და გია ბაღაშვილები

 

 

ზურა და გიორგი ყიფშიძეები

 

 

ბიზნესმენი თემურ ჭყონია და სოფო ჭყონია

 

 

 


 

ელენე და გოგი ხოშტარიები

 

 

ზაზა კოლელიშვილი და მისი მორაგბე ვაჟები

 


მესხების სამი თაობა

 


მიხეილ მესხი და მისი მესხი უმცროსი

 

 

იმედო კახიანი და ეკა კახიანი

 


მწერალი ელგუჯა მაღრაძე და დათო მაღრაძე

 


მხატვარი გია ბუღაძე და მწერალი ლაშა ბუღაძე

 

 

ზვიად გამსახურდია ოჯახთან ერთად

 

 


ავტორ(ებ)ი : kvirispalitra.ge