Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:21 04.07.2017
"X ფაქტორი 2017" -ის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია

"X ფაქტორის" 2017 წლის ფინალის გამარჯვებული სანდრო კურცხალიძე გახდა. გამარჯვებულს, რომელსაც პროექტის მანძილზე მენტორობას სოფო ნიჟარაძე უწევდა, კომპანია "სვეტმა" სვეტის წერეთლის კოშკში ოროთახიანი ბინა გადასცა. სანდროს ასევე საჩუქრად გადაეცა ორკაციანი საგზური Dream Tour-ში, ბილეთი პრაღის მიმართულებით, პრემიუმ კლასის იტალიური ავეჯი და ახალთახალი ავტომობილი Mazda 3.



უამრავი საჩუქარი გადაეცა ასევე კონკურსის მეორე ფინალისტს, გრიგოლ ყიფშიძეს, მათ შორის 2000-ლარიანი სტიპენდია, დრიფტის მანქანა, სასაჩუქრე ვაუჩერი ელტონ ჯონის კონცერტზე და სხვა.


კონკურსანტებმა ფინალში სამ-სამი სიმღერა იმღერეს. პროექტში შემოსული 195409 ხმის 57,72% სანდრო კურცხალიძეს ერგო.

ავტორ(ებ)ი : ambebi.ge