Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:04 23.05.2017
რა საფრთხეს შეიცავს ვახშამი 19:00 სთ-ის შემდეგ?

გვიან საკვების მიღების შემდეგ, წნევა არ ქვეითდება, რაც სახიფათოა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს 700 ადამიანი მომატებული არტერიული წნევით. აღმოჩნდა, რომ კვებითი ჩვევები, სწორედ გვიანი ვახშამი, განსაკუთრებით, დაძინებამდე 2 საათის განმავლობაში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა არტერიულ წნევაზე. კარდიოლოგების რეკომენდაციით, ადამიანმა მსუყედ უნდა ისაუზმოს და ისადილოს, ხოლო ვახშამზე სჯობს მსუბუქი წახემსებით შემოიფარგლოს, არა უგვიანეს 19:00 საათისა. შემთხვევათა 40%-ში გვიანი ვახშამი ღამით, წნევის ციფრების აწევას უწყობს ხელს, რაც გულის შეტევის რისკს ზრდის.


საკვების მიღებით სხეული გადადის „მომატებული მზადყოფნის“ პირობებში და სტიმულირდება სტრესის ჰორმონის - ადრენალინის გამომუშავება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცირკადული რითმის დარღვევა. მეცნიერები ღამით საკვების მიღებას, ხელოვნურ განათებას ადარებენ.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge