Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:15 11.04.2017
ეროვნულმა არქივმა გივი ბერიკაშვილის როლების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა – ფოტოკოლაჟი

საქართველოს ეროვნულმა არქივმა ფეისბუქის გვერდზე თეატრისა და კინოს მსახიობის, გივი ბერიკაშვილის როლების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. მათ შორის გამორჩეულია მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნის კადრები.
გთავაზობთ ამ ფოტოებს.


მსახიობი გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის თეატრში, რუსთავის თეატრში (რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო) და მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. შეასრა 50-მდე კინოროლი.


საქართველოს სახალხო არტისტი 10 აპრილს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ავტორ(ებ)ი : kvira.ge