Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:48 08.04.2017
სადღესასწაულო რეცეპტი - ნიგვზიანი ბადრიჯანი განსხვავებულად

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 3-4 ცალი
  • ნიგოზი - 200 გ
  • მაიონეზი - 2-3 ს/კ
  • მარილი
  • ზეთი
  • ნიორი - 1-2 კბილი

 

 

 

მომზადების წესი:

დაჭერით წრეებად ბადრიჯანი, დაამარილეთ და გააჩერეთ ნახევარი საათით.

ახლა გაატარეთ ან დააბლენდერეთ ნიგოზი და დაუმატეთ მაიონეზი, ისე, რომ მიიღოთ სქელი ფაფის კონსისტენცია.

დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი, ცოტა მარილი და კარგად აურიეთ.

ბადრიჯანი გარეცხეთ ცივ წყალში, დაყარეთ საწურზე, რომ ცოტათი გაშრეს და შეწვით ზეთი ორივე მხრიდან.

შემწვარი ბადრიჯნები გადმოიტენეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ მოცილდეს ზედმეტი ცხიმი, შემდეგ გადაიტანეთ გაშლილ თეფშზე. ზემოდან დაადეთ თითოეულ ნაჭერს ნიგვზის მასა. სასურველია, სუფრაზე მიტანამდე, 1 საათით შედგათ მაცივარში.
ავტორ(ებ)ი : gemrielia.ge