Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:51 10.12.2016
,,მე ვარ ღარიბი, ვცხოვრობ სოფელში და ვმწყემსავ ძროხებს" - სურამელი ბიჭის წერილი თოვლის ბაბუს

იწურება 2016 წელი, ველით დამდეგს აუხდენელი ოცნებების ასრულების და უკეთესი მომავლის იმედით. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მგონია, რომ ახალი წელი ყველაზე სასიხარულო იმ პერიოდშია, როცა თოვლის პაპის არსებობის გჯერა, ემზადები მისთვის წერილის დასაწერად და ახალი წლის ღამეს წინასწარ შეკვეთილ სასწაულს ელი.


მრავალნაირია სურვილი, თხოვნის ფორმა და წერილი. თუმცა, ცოტა ხნის წინ ისეთი რამ ვიპოვე, შეუძლებელია, ვინმე გულგრილი დატოვოს.
გთავაზობთ სკოლის მოსწავლის მიერ თოვლის პაპისთვის დაწერილ წერილს:

 

“გამარჯობა, თოვლის პაპა. მე ვარ რაგული გიგაშვილი, ვარ ღარიბი და ვცხოვრობ სოფელში. ვმწყემსავ ძროხებს და მინდა ჰასკის ლეკვი, რომ მომემხაროს და მობილური ტელეფონი. ძროხები რომ დამეკარგება და საძებნელად წავალ, სახლში რომ დავრეკო, მოვიდნენ თუ არაო, და მგელმა რომ არ შემჭამოს. ვარ სკოლის მოსწავლე”.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge