Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:26 21.10.2016
ჰაეროვანი და საოცრად გემრიელი ჯემიანი ნამცხვარი - სწრაფი და მარტივად მოსამზადებელი
ინგრედიენტები:
კვერცხი 3 ცალი
რძე 200 მლ
ზეთი 90 მლ
ფქვილი 400 გ
შაქარი 200 გ
გამაფხვიერებელი 1,5-2 ჩ/კ
მარილი 0,5 ჩ/კ
ნებისმიერი ხილის ჯემი 1-1,5 ჭიქა
მომზადება:
ცივ კვერცხს დაუმატეთ მარილ და ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი.

ისე რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, დაუმატეთ ზეთი, შემდეგ კი რძე.

პატარ-პატარა ულუფებად დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. ათავიფეთ ერთგვაროვანი არაჟნის სისქის მასის მიღებამდე.

გამოსაცხობ ფორმაში ჩაფინეთ პერგამენტი, წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი. დაასხით ცომის ნახევარი, ზემოდან გაანაწილეთ ჯემი, შემდეგ კი დარჩენილი ცომის მასა. 

მოათვსეთ ღვეზელი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, შემდეგ დაუკელით ტემპერატურას 160 გრადუსამდე და აცხვეთ 40-45 წუთი. 

გამომცხვარ და გაცივებულ ღვეზელს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge