Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:13 05.10.2016
“Innova”, კვალიფიციური ექიმების მიერ შექმნილი კლინიკა -მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება თქვენი ჯანმრთელობისათვის

მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრიინოვაპროფესიონალიზმითა და პაციენტისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამორჩეულმა ქართველმა ექიმებმა დააფუძნეს.

ექიმების მიერ შექმნილი კლინიკა - ბევრ სხვა ღირსებასთან ერთად, სწორედ ზემოაღნიშნული გარემოება სძენს სამედიცინო ცენტრინოვასგანსაკუთრებულ მნიშვნელობასა და სანდოობას.

გოჩა ჩუტკერაშვილი-ნეიროქირურგი. იგი 1993 წლიდან დღემდე, საექიმო პრაქტიკაში იმყოფება, გახლავთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი-ნეიროქირურგი, მრავალი სამეცნიერო კვლევის ავტორი, მსოფლიო და ევროპის ფედერაციის ნეიროქირურგიული ასოციაციის წევრი, მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრინოვასკლინიკური დირექტორი.

ირაკლი ჭელიშვილი-ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, კლინიკური მედიცინის ინსტიტუტის ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი, 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრინნოვასნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი.

ვადიმ ხატიაშვილი - ექიმი-გინეკოლოგ-ენდოსკოპისტი, გინეკოლოგ ენდოსკოპისტთა  მოსკოვური კლუბის წევრი, ევროპის გინეკოლოგ ენდოსკოპისტთა ასოციაციის  წევრი, 19 სამეცნიერო ნაშრომისა და 1 სახელმძღვანელოს ავტორი, ერთერთი წამყვანი  სპეციალისტი ლაპარასკოპიული ქირურგიის დარგში, რომელიც წარმატებით ასრულებს ურთულეს ოპერაციებს KARL STORZ–ის აპარატურაზე, მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრინოვასგინეკოლოგ-ენდოსკოპისტი.

ირაკლი თოდუა - გინეკოლოგი, ონკოქირურგი, მედიცინის დოქტორი, ფლობს პარიზის გაერთიანებული ჰოსპიტალების სამედიცინო კოლეჯის სერტიფიკატს მეან-გინეკოლოგიაში (College de medicine des Hopitaux de Paris); სამედიცინო ცენტრინოვასგინეკოლოგი, ონკოქირურგი, წამყვანი სპეციალისტი;

რამაზ აღლემაშვილი - ორთოპედიტრავმტოლოგიმედიცინის დოქტორი, კვალიფიკაცია გაიარა გერმანიაში არსებულ შტაუფერკლინიკაშიდიდი ბრიტანეთის სამეფო აკადემიის კლინიკაში და საფრანგეთში-სენტ-ეტიენის და დიჟონის საუნივერსიტეტო კლინიკებში.

გახლავთ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორთოპედიული სამსახურის ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით  საქართველოში დანერგილია მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ნაკლებინვაზიური მეთოდი. პირველად საქართველოში გაკეთებულია მხრის, კოჭ-წვივის და იდაყვის სახსრების ენდოპროტეზირება. ასევე ონკოლოგიური პროფილის ოპერაციები სხვასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეების დროს ორგანოშემანარჩუნებელი ტიპის. აქვს ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება რეენდოპროტეზირების, შეუხორცებელი და არასწორად შეხორცებული მოტეხილობების, ძვალ-სახსაროვანი სისტემის ჩირქოვანი გართულებების და ლულოვანი ძვლების სეგმენტური დაგრძელების სფეროში. აწარმოებს ართროსკოპიულ ოპერაციებს.

გახლავთ მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრინოვასორთოპედ-ტრავმატოლოგიური განყოფილების გამგე.

სწორედ ეს ექიმები გაერთიანდნენ დავით დოთიაშვილსა და ზურაბ ნარიმანიძესთან ერთად საერთო იდეის ირგვლივ – „მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება ჯანმრთელობისათვისდა 2015 წლის 1 ოქტომბერს, სამედიცინო დაწესებულება თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოსთან ერთად მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრიინოვადააფუძნეს.

ამგვარად, „ინოვასაქართველოში მოღვაწე წამყვანი ექიმების მიერ შექმნილი კლინიკა გახლავთ, ზემოაღნიშნული ფაქტორი კი მის განსაკუთრებულ სანდოობასა და მიმზიდველობას განაპირობებს.

კლინიკის გენერალური დირექტორი - გიორგი ყიფიანი, სამედიცინო დირექტორი - გოჩა ჩუტკერაშვილი, ადმინისტრაციული დირექტორი კი თეა ჩიკვილაძე გახლავთ.

მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრიინოვამდებარეობს თბილისში, სანდრო ეულის . #7.  სამედიცინო ცენტრი განთავსებულია 7,000 კვ.. ფართობზე და აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე სტანდარტების აპარატურით. კლინიკაში განლაგებულია 8 საოპერაციო ბლოკი, 30 ადგილიანი რეანიმაცია, 70 ადგილიანი სტაციონარი და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი. „ინოვამაქსიმალურად კეთილმოწყობილია და მორგებულია პაციენტის საჭიროებებზე, გათვლილია განსაკუთრებული გარემოს საჭიროების მქონე პაციენტებზე.

კლინიკა ოთხსართულიანია. იგი მოიცავს ევროპულ სტანდარტებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე გათვლილ, კეთილმოწყობილ სტაციონარს, რეანიმაცულ და ინტენსიურ განყოფილებებს, საოპერაციო ბლოკსა და ამბულატორიულ განყოფილებას.

პირველ სართულზე განთავსებულია  Emergency და ამბულატორიული განყოფილება-მიმღები, მეორე სართულზე - სტაციონარი, მესამეზე  რეანიმაცია, ინტენსიური თერაპიის განყოფილება და 8 საოპერაციო ბლოკი, მეოთხე სართულზე ინვიტრო განაყოფიერების განყოფილება და კაფეტერია.

კლინიკა პაციენტს კომფორტით, საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით სრულად უზრუნველყოფს.

კლინიკაში შესული პაციენტი პირველ რიგში ხვდება მიმღებ განყოფილებაში, სადაც კოორდინატორი უწევს მომსახურებას, უძღვება და აკვალიანებს. მიმღებ განყოფილებაში პაციენტს ეხსნება ამბულატორიული ბარათი. პირველ სართულზე არსებულ ამბულატორიულ განყოფილებაში ამა თუ იმ პრობლემით მისულ პაციენტს „ინოვას“ სპეციალისტები უწევენ კონსულტაციას. კლინიკის უპირველესი მიზანია, ნებისმიერმა პაციენტმა, რომელიც კლინიკაში მოხვდება, სასურველი სერვისის მიხედვით მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს.  „ინოვაში“ ყველაფერი იმის მიხედვითაა გათვლილი, რომ პაციენტს მაქსიმალური კომფორტი შეექმნას, რასაც მოწმობს კეთილმოწყობილი პალატები და მომსახურების ევროპული სტანდარტები.

„კლინიკის პოპულარობა იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ რომ „ინოვას“ დამფუძნებლები წამყვანი ქირურგები გახლავთ. სწორედ მათმა მაღალმა პროფესიონალიზმმა გამოიწვია ჩვენი წარმატებაც. „ინოვაში“ მოხვედრა მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. არსებობს სტერეოტიპი, რომ კერძო, ევროპულ სტანდარტებზე გათვლილი კლინიკა აუცილებლად ძვირადღირებული უნდა იყოს, თუმცა ზემოაღნიშნული ჩვენზე არ ვრცელდება. საზოგადოებას ნუ შეეშინადება მაღალი ფასების. ჩვენ ვემსახურებით ყველა ტიპის მომხმარებელს. გამომდინარე აქედან, ჩართულნი ვართ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში, ასევე ვთანამშრომლობთ საბიუჯეტო ორგანიზაციებთან და კერძო სადაზღვევო კომპანიებთან. ასევე, კლინიკაში გვაქვს შიდა განვადებაც იმ შემთხვევებისთვის თუ პაციენტს არ აქვს იმის საშუალება, რომ გარკვეული სერვისი აანაზღაუროს. ჩვენი კლინიკა ნებისმიერი კატეგორიის კონტიგენტზეა გათვლილი. ამგვარად, ნუ იფიქრებს საზოგადოება, რომ კლინიკაში გრანდიოზული თანხები გვაქვს დაწესებული“ - განაცხადა ინოვას ადმინისტრაციულმა დირექტორმა თეა ჩიკვილაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

 

მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ძირითადი მიმართულებებია:

•             გინეკოლოგია. ხელმძღვანელი-ვადიმ ხატიაშვილი

•             ონკოლოგიური გინეკოლოგია. ხელმძღვანელი- ირაკლი თოდუა

•             ნეიროქირურგია. ხელმძღვანელი- გოჩა ჩუტკერაშვილი

•             ორთოპედ-ტრავმატოლოგია. ხელმძღვანელი- რამაზ აღლემაშვილი

•             ზოგადი ქირურგია. ხელმძღვანელი- ლექსო ლაგვილავა

•             პლასტიკური ქირურგია. ხელმძღვანელი - ალექსანდრე კუტუბიძე

•             რეანიმაციული განყოფილება. ხელმძღვანელი - მალხაზ კუჭაშვილი

სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ შემდეგი სახის ამბულატორიულ მომსახურებას:

თერაპია. ხელმძღვანელი - ეკატერინე დაუშვილი

დოპლეროგრაფია. ხელმძღვანელი - ნინო ფრანგიშვილი

დენსიტომეტრია. ხელმძღვანელი - ნანა ქაჯაია

ინსტრუმენტალური  კვლევა. ხელმძღვანელი  - ლია ჯვარშეიშვილი

კარდიოლოგია. ხელმძღვანელი - ეკატერინე დაუშვილი

ანგიოლოგია. ხელმძღვანელი - გიორგი ჯინჭველაძე

მამოლოგია. ხელმძღვანელი - გოგიტა ძაგნიძე

ოფთალმოლოგია. ხელმძღვანელი - მიხეილ კატაევი (კლინიკას რუსეთიდან ჰყავს მოწვეული)

ენდოკრინოლოგია. ხელმძღვანელი - მაია ხუბუა

გასტროენტეროლოგია. ხელმძღვანელი - ოლეგ ქოიავა

კომპიუტერული ტომოგრაფია. ხელმძღვანელი - ნიკოლოზ საინიშვილი

ლაბორატორიული  კვლევები. ხელმძღვანელი - მარიამ მესტვირიშვილი

ინვიტრო განაყოფიერება. ხელმძღვანელი - ქეთევან ოსიძე

რენტგენოლოგიური კვლევა. ხელმძღვანელი - ვასილ ფერაძე

 

მრავალპროფილური კლინიკაინნოვასპრიორიტეტებია:

სამედიცინო სფეროს განვითარებაზე ორიენტაცია;

ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისების  შემუშავება და დანერგვა;

პაციენტის ჯანმთელობის მაღალი ხარისხი და უსაფრთხოება;

სამედიცინო სერვისების მოქნილობა და ხელმისაწვდომობა;

სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის უწყვეტი განვითარება;

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;

თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პროფესიულ კავშირებთან;

 „ჯორჯიან თაიმსი“ ინოვას სამედიცინო დირექტორს, ექსპერტ-ნეიროქირუგ გოჩა ჩუტკერაშვილს ესაუბრა:

საქართველოში პირველად, ჩვენს კლინიკაში ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია დაინერგა, რომელიც ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადების დროს, ძირითადად ხერხემლის ტრავმული დაზიანებისას ხდება აუცილებელი. ზემოაღნიშნული პროცესი საკმაოდ წარმატებით ხორციელდება. ასევე, ჩართულები ვართ მსოფლიო კვლევაში, რომელიც ღეროვან უჯრედებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ახლახანს გავაცილეთ ამერიკელი კოლეგები, რომლებიც კვლევის ფარგლებში ჩვენს კლინიკაში სტუმრად იმყოფებოდნენ. ასევე, მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ხორციელდება სქოლიოზების  მკურნალობა ევროპული მეთოდით და შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოს მასშტაბით რაც კი სიახლე ხდება, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პირველ რიგში ჩვენს კლინიკაში დავნერგოთ. „ინოვა“ ერთადერთი კლინიკაა, სადაც ტრავმატოლოგ-ორთოპედების მიერ  კოჭ-წვივის სახსრისა და მხრის სახსრის ტრანსპლანტაცია ხორციელდება. საკმაოდ  დიდი კავშირები გვაქვს გერმანიასა და ჩეხეთის კლინიკებთან, საიდანაც ხშირად გვყავს სტუმარი კოლეგები. ამჟამად ჩვენს კლინიკაში თურქი კოლეგები იმყოფებიან, რომლებიც ახორციელებენ კონსულტაციებსა და მკურნალობას, ზოგჯერ ოპერაციებსაც ვაკეთებთ მათთან ერთად და ეს ურთიერთობები იხვეწება. ასევე, ჩართულები ვართ კლინიკური კვლევის პროცესში, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გვსურს, რომ ჩვენი მოქმედების არეალი კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ და ვეძებთ  მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველ ექიმებს, რომლებსაც სტაჟირება აქვთ გავლილი უცხოეთში  ან იქაური განათლება აქვთ მიღებული, რომ კიდევ უფრო მეტად  გავაფართოვოთ ჩვენი სამედიცინო მომსახურების არსენალი და კიდევ უფრო  მაღალი მონაცემებით გავამდიდროთ ჩვენი კლინიკის მუშაობა“.

კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ კოლეგებთან, რომლებიც  საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან და თურქეთიდან პერიოდულად ჩამოდიან საქართველოში და „ინოვაში“ ურთულეს ოპერაციებს ატარებენ. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კლინიკას ხშირად სტუმრობს საფრანგეთში მოღვაწე ქირურგ-გინეკოლოგი რევაზ ბოჭორიშვილი, რომელიც საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გახლავთ.

„ინოვა“ სამომავლოდ გაფართოებასა და უცხოელ კოლეგებთან ერთად, კარდიოქირურგიისა და ონკოლოგიის განხრით, ახალი სამედიცინო დარგების შემოტანას გეგმავს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge