Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:00 20.09.2016
ანი ახვლედიანის საგანგებო განცხადება - "ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა..."

ანი ახვლედიანი "ინსტაგრამზე" ახალ პოსტს აქვეყნებს და წერს:

 

 

"2014 წლის 9 მაისი (ბრეივის გრანდიოზული ქასთინგი, რომელიც თბილისი მერიოტში ჩატარდა), ეს ის დღეა, რომლის შემდეგაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

 

მას შემდეგ ვიმოგზაურე არაერთ ქვეყანაში და ვიმუშავე სხვადასხვა ბრენდთან, ამ წუთებშიც საბერძნეთში ვიმყოფები და ყოველდღიურად სხვადასხვა გადაღება მაქვს.

 

ყოველივე ამაში კი ჩემი დედა სააგენტო, BRAVE MODELS MANAGEMENT GEORGIA დამეხმარა, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მათ.

 

26 სექტემბერს, პეკინის 2 ნომერში, 3 საათზე ბრეივი კვლავ ატარებს გრანდიოზულ ქასთინგს, სადაც გოგონებს დიდი შანსი გაქვთ თქვენი სამოდელო კარიერის დაწყება-განვითარებისთვის, ამ ქასთინგის შემდეგ თქვენ დიდი შანსი გეძლევათ მიაღწიოთ გაცილებით მეტს, ვიდრე მე, ან თუნდაც ნებისმიერმა სხვა ბრეივის მოდელმა მიაღწია, ამიტომ ნუ დაიზარებთ და ჩემსავით ბებიას ნუ ახვეწნინებთ ქასთინგზე წასვლას!

 

გადადგით პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ", - წერს ანი.

 

წარმატებებს გისურვებთ ყველა მონაწილეს!" - წერს ანი ახვლედიანი.

ავტორ(ებ)ი : etanews.ge