Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:10 19.09.2016
ძმრის გამოყენების 14 უნიკალური მეთოდი - აუცილებლად ჩასანიშნი!

ქიმიიდან ბუნებრივ საშუალებებზე გადასვლა სულ უფრო აქტუალური ხდება. ამისთვის რამდენიმე უნივერსალური საშუალება არსებობს: სოდა, ეთერზეთები, ბალახი - ეს ყველაფერი შესანიშნავი დამხმარეა. და, რა თქმა უნდა, ძმარი! საოცარია, რამდენი სარგებლის მოტანა შეუძლია ამ სითხეს. ძმრის გამოყენების უამრავი ვარიაცია არსებობს, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს. 



1. ყელის ტკივილის გაყუჩება

 


ვაშლის ძმარი ებრძვის ბაქტერიებსა და მიკრობებს. ყელის ტკივილის დროს ერთი ჭიქა თბილი წყალი და 4 ს.კ. ძმარი მოურიეთ. ყოველ ერთ საათში გამოივლეთ ყელში ეს ხსნარით ყველა ბაქტერიის მოსასპობად. 


2. მკერდში წვის შეგრძნების დროს

 


მკერდში წვას მჟავიანობის შემცირება იწვევს. ვაშლის ძმარი დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. საჭიროა მხოლოდ ჭიქა წყალში 1 ს.კ. ძმრის გახსნა. 


3. გაჭედილი ცხვირის გახსნა

 


ვაშლის ძმარი შეიცავს В და Е ვიტამინებს. ეს მიკროელემენტები ეხმარება ცხვირის ღრუს გაწმენდაში და ალერგიული რინიტისგან გათავისუფლებაში. გახსენით 1 ს.კ. ძმარი ჭიქა წყალში და დალიეთ. ასევე, შეგიძლიათ ჩაიწვეთოთ ცხვირში. 


4. ქერტლის მოშორება

 


ვაშლის ძმრის მაღალმჟავიანობა ეხმარება თავის კანის pH ბალანსის ნორმალიზებაში. ქერტლსაწინააღმდეგო რეცეპტი: თანაბარი დოზით შეურიეთ წყალი და ძმარი. ჩაასხით პულველიზატორიან ბოთლში, მოისხურეთ თავზე და კარგად დანამეთ. შეიხვიეთ თავი პირსახოცით და გაიჩერეთ 15 წუთით. ამ საშუალების გამოყენების შემდეგ თმები უფრო მოცულობითი გახდება. 


5. ღამის სპაზმების მოსახსნელად

 


სპაზმებს ორგანიზმში კალიუმის ნაკლებობა იწვევს. შეურიეთ 2 ს.კ. ძმარი 1 ჩ.კ. თაფლს და ჭიქა წყალს. დალიეთ ყოველ დილით და მშვიდი ძილი გარანტირებული გექნებათ. 


6. კანის ქავილის დროს

 


ვაშლის ძმარი გახლავთ ანტისეპტიკი სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით. კანის ქავილზე იგი ბალზამივით მოქმედებს. უბრალოდ, წაისვით კანზე სუფთა ძმარი. ასევე რეკომენდებულია შინაური ცხოველებისთვის მცირე დოზებით. 


7. ფეხის უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად

 


ფეხის სუნს ოფლი იწვევს. თავად ოფლს სუნი არ აქვს, იგი მხოლოდ წყალია, სუნს კი მიკრობები ქმნის. ვაშლის ძმარი სპობს ამ ბაქტერიებს. პრობლემის გადასაწყვეტად 

ძილის წინ გაიწმინდეთ ფეხები ძმარში დამბალი ხელსახოცით. 


8. მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი

 


საკმაოდ პიკანტური და უსიამოვნო თემაა, თუმცა მისი უგულებელყოფა არ ღირს. დაგეხმარებათ წყალში გახსნილი 1 ჩ.კ. ძმარი. მიიღეთ ხსნარი ყოველი ჭამის წინ.


9. სახლიდან უსიამოვნო სუნის გაქრობა

 


შემდეგში, სანამ ფულს ძვირად ღირებულ საშუალებებში გადაყრით, გახსოვდეთ, რომ ძმარი შესანიშნავად ახდენს უსიამოვნო არომატების "ლიკვიდაციას". მოამზადეთ ხსნარი პროპორციებით 1:1 და მოასხურეთ ოთახში. 


10. არატოქსიკური სარეცხი საშუალება

 


არამხოლოდ სოდას, ძმარსაც შეუძლია სახლის დალაგება-დასუფთავებაში დახმარება. ძმრისა და წყლის 1:1 პროპორციებით შერეული ხსნარი კარგად წმენდს ცხიმებსა და ჭუჭყს. 


11. მილების გაწმენდა

 


გაჭედილი წყლის მილების გასაწმენდად სულაც არ არის ქიმიკატების შეძენა აუცილებელი. ნახევარი ჭიქა სოდა და ძმარი ერთმანეთს შეურიეთ, შემდეგ ჩაასხით მილში და გააჩერეთ ნახევარი საათით.


12. ობის გამოყვანა

 


ობის მოსაშორებლად პულველიზატორის საშუალებით მოასხურეთ ძმარი ზედაპირს ან ძმარში დამბალი ჩვრით გადაწმინდეთ. 


13. თეთრეულის გაუთოება უთოს გარეშე

 


ძმარი და წყალი შეურიეთ პროპორციებით 1:3 და ჩაასხით პულველიზატორიან ბოთლში. დანამეთ ტანსაცმელი ან თეთრეული და გააშრეთ. უთო აღარ დაგჭირდებათ!


14. ავეჯის ზედაპირიდან ლაქების მოცილება

 


შეურიეთ მარილი და ძმარი - მიიღებთ ავეჯის ზედაპირიდან ლაქების მოსაშორებელ შესანიშნავ საშუალებას. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge