Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:38 31.08.2016
რულეტი ჩაისთვის 15 წუთში!

ინგრედიენტები:

ფქვილი - 1,5 ჭიქა

იოგურტი - 1 ჭიქა

კვერცხი - 2 ც.

შაქარი - 1 ჭიქა

ვანილი

სოდა - 1 ჩ.კ.

ჯემი წასასმელად

 

მომზადება:

კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან, დაამატეთ იოგურტი (სოდას წინასწარ ამატებთ იოგურტში) და შემდეგ ფქვილი.

გადაიღეთ ცომი ღუმელის ტაფაზე, რომელსაც წინასწარ გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი, და თანაბრად გაანაწილეთ.

გამოაცხეთ კარგად გაცხელებულ ღუმელში 7-8 წუთის განმავლობაში, სანამ არ მიიღეფს ოქროსფერს. გამოიღეთ ღუმელიდან და ოქროსფერი მხრიდან დადეთ ნოტიო ქსოვილზე.

 

სწრაფად წაუსვით ჯემი  და გადაახვიეთ ქსოვილის დახმარებით.

მოაცილეთ ქსოვილი და დააყარეთ რულეტს შაქრის პუდრი. გემრიელად მიირთვით!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge