Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:03 05.08.2016
ულამაზესი მოდელი გარდაცვლილი იპოვეს - იდუმალი საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა

კოლუმბიელი მოდელი სტეფანი მაგონ რამირესი სამი თვის წინ გადავიდა მეხიკოში, სამოდელო სააგენტოში სამუშაოდ. გუშინ გოგონა მისსავე ბინაში იპოვეს გარდაცვლილი. ცხედარს მრავლობითი დარტყმების კვალი აღენიშნებოდა, თავის ქალის მოტეხილობით.

 

 

პოლიციელები მომხდარის ორ ვერსიაზე საუბრობენ. ვარაუდობენ, რომ სტეფანი მოკლეს. თუმცა იმასაც ფიქრობენ, რომ შეიძლებოდა, უბედური შემთხვევის შემდეგ გარდაცვლილიყო. ეს ვერსია ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა ამბობენ, რომ შეიძლებოდა, აივნიდან გადმოვარდნილიყო, ისევ თავის ბინაში ასულიყო და იქ გარდაცვლილიყო მიღებული ტრავმებით.

 

სტეფანიას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მას კოლუმბიაში ქმარი და ოთხი წლის გოგონა დარჩა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge