Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:15 29.07.2016
ტესტი: გაიგე ვინ ხარ შენ - 40 წამში!

 

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც თქვენს ხასიათს გაშიფრავს. ფურცელზე დახატეთ კვადრატი, წრე, სამკუთხედი, მართკუთხედი და ზიგზაგი. შემდეგ აირჩიეთ ერთ-ერთი ფიგურა და წაიკითხეთ პასუხი.

 

 

 


კვადრატი
ეს ადამიანები მშრომელები არიან. ისინი ცდილობენ საქმე ბოლომდე მიიყვანონ. მათ სახლში ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს. მტვერი გაწმენდილი, ჭურჭელი გარეცხილი. კლასიკური კონსერვატორები. მოქმედებენ წინასწარ გათვლილი გეგმის მიხედვით და არ უყვართ რისკი. ცხოვრება მიჰყავთ დაგეგმილად და წინასწარ გათვლილად. ყოველგვარი მოულოდნელი „აფრენისა“ და „დაცემების“ გარეშე. რთულად ამყარებენ კონტაქტს ემოციურ ადამიანებთან.

 

მართკუთხედი
ეს ადამიანები მუდმივ ძიებაში არიან. მათ არ სურთ იყვნენ მკაცრი „კვადრატები“. ისინი სულ რაღაცას ეძებენ, ქმნიან, იგონებენ და ცდიან, მაგრამ ამავდროულად მალე უქრებათ ენთუზიაზმი და საქმეს შუა გზაზე მიატოვებენ. ღირსება - ცნობისმოყვარეობა და გამბედაობა. ნაკლი - სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევა, ზედმეტი ნდობა, რითიც მათით მარტივად მანიპულირებენ სხვები.

 

წრე
ეს ჰარმონიის სიმბოლოა. ის, ვინც წრეს აირჩევს, ვერ იტანს კონფლიქტს. ის ყველაზე კეთილშობილია 5 ფიგურიდან. წრე - არის წებო, რომელიც აერთიანებს კომპანიას, მეგობრებს, ოჯახს...
ისინი შესანიშნავი ფსიქოლოგები არიან. იციან მოსმენა და დახმარება.

 

 


სამკუთხედი
ლიდერები არიან. მათი მთავარი თვისება - მიზანზე კონცენტრაციის მოხდენაა. ისინი ადვილად სწავლობენ. კარგი ხელმძღვანელები არიან. შეუძლიათ მიზნის მისაღწევად სხვა ადამიანებს „გადაუარონ“. აღიარებენ საკუთარ შეცდომებს, მაგრამ არ უყვართ გადაწყვეტილებების შეცვლა. ისინი სხვებს აიძულებენ მათ გარშემო იტრიალონ...

 

ზიგზაგი
ეს ფიგურა ქმნილებების სიმბოლოა. ასეთი ადამიანისთვის მთავარი - ახალი იდეების დაბადებაა. თუმცა, ამ იდეებს სხვები განახორციელებენ... „ზიგზაგები“ არაპრაქტიკულები არიან. რთულად ეჩვევიან მკაცრ ჩარჩოებს. ვერ იტანენ მოვალეობებს და მალე კარგავენ ინტერესს მონოტონური საქმისადმი. წვრილი დეტალები და ნიუანსები მათთვის არ არის მთავარი. მთავარია ყველაფერი კარგად და ლამაზად მიდიოდეს. 

ავტორ(ებ)ი : beumonde.ge