Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:42 04.07.2016
„ენსისი“ - ხარისხზე ორიენტირებული, წარმატებული სამშენებლო კომპანია

სამშენებლო კომპანიაენსისისულ რაღაც 8 წელია, სამშენებლო ბაზარზე დაფუძნდა, თუმცა, ამ დროის მანძილზე, მან უკვე მნიშვნელოვანი და რთული პროექტები განახორციელა. კომპანიის მიერ მოპოვებული მუდმივი წარმატება განაპირობა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ინჟინრებისა და თანამედროვე ცოდნის მქონე ახალგაზრდა თაობის შერწყმამ.

 კომპანია არ არის სპეციალიზებული ერთ რომელიმე კონკრეტულ მიმართულებაზე. ინფრასტრუქტურული პროექტები (გზები, ხიდები, გვირაბები, მიწისქვეშა კომუნიკაციები, პარკები/რეკრეაციული ზონები),  სხვადასხვა დანიშნულების შენობება-ნაგებობები (საცხოვრებელი, სასტუმრო, სამედიცინო, გასართობი ცენტრი და ა..),  ეს ყველაფერი კომპანიის ინტერესის სფეროს წარმოადგენს.

 „ენსისისმესვეურებისთვის მშენებლობის მაღალი ხარისხი და კლიენტების წინაშე არსებული მაღალი პასუხისმგებლობა, მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე გვესაუბრება ენსისისგენერალური დირექტორი - გეგი ქელბახიანი.

 სამშენებლო კომპანიაენსისიმ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, რამდენიმე სერიოზული პროექტის განხორციელება მოახერხა. რამ განაპირობა მცირე ხანში მიღწეული წარმატება, რა არის თქვენი კომპანიის წარმატების ფორმულა?

-მართალს ბრძანებთ, მცირე დროის მიუხედავად, ჩვენმა სამშენებლო კომპანიამ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი და რთული პროექტები განახორციელა. კომპანიის წარმატების უმთავრეს მიზეზად ის ფაქტი მიგვაჩნია, რომ კომპანია ახერხებს დიდი გამოცდილების ინჟინრებისა და ახალგაზრდა თანამედროვე მენეჯერული ცოდნისა და გამოცდილების მქონე კადრების მოძიებას და მათ შორის ბალანსის დაცვას.

ამ მცირე ხნის განმავლობაში, კომპანიამ 50-ზე მეტი სხვადასხვა ზომისა და სირთულის პროექტი განახორციელა, რომელთა რიგში ე.. თბილისის ლენდმარკად წოდებული რამდენიმე პროექტიცაა.

როგორ შეაფასებთ საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს, ძირითადად რა ტენდენციები და სირთულეები იკვეთება დღესდღეობით სამშენებლო ბიზნესში?

-მშენებლობის ტემპები ქვეყანაში საკმაოდ მაღალია - როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში სამშენებლო კომპანიების არსებობისთვის საკმაოდ რთული ბიზნეს გარემოა. ამის ძირითადი მიზეზი კი ის გალხავთრომ დამკვეთების მხრიდან კომპანიის შერჩევისას ფასი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია და ამავე დროს რეგულაციების არარსებობა, რაც  იწვევს როგორც გამოუცდელი კომპანიების დიდი რაოდენობით შემოსვლას ბაზარზე, ასევე სუბიექტური გადაწყვეტილებების მაღალ ალბათობასა და შესაძლებლობას. ზემოაღნიშნული კი თავისთავად იწვევს სამშენებლო კომპანიების მოგების უკიდურეს შემცირებას და ზოგ შემთხვევაში, წაგებაზე მუშაობასაც კი.

სამშებებლო კომპანიებს, ფაქტობრივად, აღარ რჩებათ რესურსი, ქვეყანაში შემოიტანონ ახალი ტექნოლოგიები, მოიძიონ და გაზარდონ ახალი საინჟინრო კადრები, განახორიელონ ინვესტიციები. ამის გარეშე კი, მოგეხსენებათ, ქვეყნის საინჟინრო პოტენციალს გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად შეექმნება პრობლემები.

საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და არსებობს ინფრასტრუქტურის განვითარების დიდი აუცილებლობა. ბიზნესი, როგორც წესი, არ არის მკაცრი რეგულაციების მომხრე, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია არსებობდეს ისეთი რეგულაციები, რომელიც დაიცავს, როგორც კლიენტენს, ასევე კომპანიებს და მდგრადი განვითარების გარანტი გახდება.

ტენდერის პროცედურა მოტივირებული უნდა იყოს არამხოლოდ მინიმალური ფასის მიღებაზე, არამედ იმაზე, რომ ადგილობრივი სამშენებლო კომპანიები გათვლას გრძელვადიან ზრდაზე აკეთებდნენ და საშუალება ჰქონდეთ, განახორციელონ ინვესტიციები როგორც ძირითადი საშუალებების (სამშენებლო ტექნიკის) შეძენაზე, ასევე ადამიანურ რესურსეში ინვესტირებაზე.

რა არის თქვენი კომპანიისთვის პრიორიტეტული?

-სამშენებლო კომპანიაენსისისძირითად ღირებულებად რჩება ხარისხი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხარისხთან მიმართებაში კომპრომისი დაუშვებელია. ამის გამო, ხშირად საჭირო ხდება პროექტებში ცვლილებების შეტანა მათი დახვეწისა და სრულყოფის მიზნით. ეს კი, თავისთავად, იწვევს როგორც დამატებით დანახარჯებს ჩვენი კომპანიის მხრიდან, ასევე სამშენებლო სამუშაოების ვადების ზრდას, რაც ასევე პრობლემას ქმნის როგორც კომპანიისთვის, ისე მოსახლეობისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გვჯერა, რომ ხარისხი ის სავალდებულო რამაა, რისთვისაც ღირს დამატებითი ხარჯების გაწევა (თუნდაც საკუთარი მოგებიდან).

ეს სოციალური პასუხისმგებლობის იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც, ჩვენი აზრით, ყველა სამშენებლო კომპანია უნდა ატარებდეს, თუმცა, სამწუხაროდ ხშირად ასე არ ხდება და დღეს საქართველოში, რეალურად, სულ სხვა სურათს ვხედავთ.

კომპანიაენსისისოციალური პროექტების განხორციელებაშიც აქტიურადაა ჩართული...

-წლიდან წლამდეენსისი სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას ახორციელებს, რომელთა უმეტესობაც უმთავრესად ორიენტირებულია ახალგაზრდა თაობის ჯანმრთელობის, განათლების და კეთილდღეობის საკითხებზე. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც სამშენებლო კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ სფეროს წარმოადგენს მაღალი ხარისხის მშენებლობა, მოქალაქეების კომფორტზე ორიენტირებული და ესთეტიკური, ქვეყნის გალამაზებისკენ მიმართული პროექტების განხორციელება და მისი ვიზიტორები კვლავაც რჩებიან განუყოფელ ნაწილებად იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც ავიღეთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების წინაშე.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge