Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:22 07.04.2016
მარტივი მეთოდი – ვასწავლოთ ბავშვებს, არ შეგვაწყვეტინონ საუბარი

სავარაუდოდ, ყველა მშობლისთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც ვინმესთან საუბრის დროს პატარა შვილი ხელით ექაჩება და საუბარს აწყვეტინებს. ტექნიკა, რომელსაც ვაკვირდებოდი ჩემი ერთ-ერთი მეგობრის ოჯახში, დაგეხმარებათ და სამუდამოდ დაგავიწყებთ ასეთ პრობლემას.

 

ჩვენ ვისხედით მეგობართან სახლში და ვსაუბრობდით, როდესაც მისი სამი წლის ვაჟი მოგვიახლოვდა და უნდოდა რაღაც ეთქვა. თუმცა იმის მაგოვრად, რომ გაეწყვიტა საუბარი, დედას მაჯაზე ნაზად დაადო ხელი და დაიწყო ლოდინი. პასუხად, ისე რომ საუბარი არ შეუწყვიტავს, დედამ თავისი ხელი დაადო შვილისას, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავისი აზრი დაასრულა, მიუბრუნდა ბავშვს.

 

აღფრთოვანებული ვიყავი. ეს იყო უბრალო და ძალიან ფაქიზი. შვილს დასჭირდა მხოლოდ რამოდენიმე წამის ლოდინი, სანამ დედა დაასრულებდა საუბარს, და ამის შემდეგ მშობლის მთელი ყურადღება ბუნებრივად გადაერთო მასზე.

 

 

მე მოვუყევი ამის შესახებ მეუღლეს და გადავწყვიტეთ ეს მეთოდი დაგვენერგა ჩვენს ოჯახში. ავუხსენით ბავშვებს, რომ თუ მათ მოუნდებოდათ რაიმეს თქმა უფროსების საუბრის დროს, საკმარისი იყო მხოლოდ ხელის დადება მშობლის მაჯაზე და სულ ცოტაოდენი ლოდინი. ბავშვებმაც მიიღეს ეს ტექნიკა და ისინი აღარ ერეოდნენ უფროსების საუბარში.

 

ყველაზე მთავარი – არ არის საჭირო უხეში ფრაზები – “ნუ მაწყვეტინებ”, ” ნუ მეჩხირები ლაპარაკში” ან “დამელოდე”. საკმარისია მხოლოდ შეხება.

 

წუარო: facts.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge