Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:33 20.03.2020
"საქართველოში ტურიზმი უფრო განვითარდება რადგან სხვა ტურისტული ქვეყნები დროებით მაინც უფრო სახიფათო იქნება და არავინ ივლის იქეთ"

მაქს მაიერ შავითი სოციალურ ქსელში წერს:

 

"ადრე კია, მაგრამ გიზიარებთ ჩემს მოსაზრებებს რას უნდა ველოდოთ პოსტკორონა პერიოდში


ჩინეთი დროებით მაინც დატოვებს ბაზარს - მისი იაფიანი პროდუქცია რომელმაც მთელ მსოფლიოში ჩაძირა ადგილობრივი საწარმოები რაღაც ეტაპზე გაჩერდება


საქართველოში ტურიზმი უფრო განვითარდება რადგან სხვა ტურისტული ქვეყნები დროებით მაინც უფრო სახიფათო იქნება და არავინ ივლის იქეთ


სასაზღვრო კონტროლის ტექნიკა ძირფესვიანად შეიცვლება მათ შორის საბაჟო კონტროლი


საქართველოდან ემიგრაცია კარგა ხნით შეჩერდება და ბევრი პირიქით დაბრუნდება


მუშა ხელი საქართველოში გაიაფდება


სოფლის მეურნეობა წამოიწევს რადგან ბევრი დაუბრუნდება მიწის დამუშავებას ( ქალაქში სამუშაოს ადვილად ვერ იშოვის )


დაბრუნებული ემიგრანტები ქვეყანაში ახალ კულტურას შემოიტანენ რაც მათ ისწავლეს საზღვარარეთ


თანხების გადმორიცხვა საზღვარგარეთიდან საგრძნობლად იკლებს რაც ქვეყანაში გარკვეულ კრიზისს შექმნის და სავარაუდოთ დოლარის ნაკლებობა იქნება თუმცა ამავე დროს დოლარი ვის დასჭირდება არ ვიცი ... დოლარის ბედის გათვლა ძნელია მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა მაგრამ ამავე დროს მაგალითად ისრაელში არც გაძვირებულა - არავის არ აინტერესებს


ადგილობრივ ნაწარმზე ფასი გაიზრდება და საწარმოს გაკეთებას აზრი გაუჩნდება


მოიმატებს განქორწინების რიცხვი ( თუ კარანტინი მოხდა დიდი ხნით ბევრი ოჯახი ვერ გაუძლებს დიდი ხანი ერთად ყოფნას )


დადგება ახალი დისტანციური ურთიერთობებისა და საქმიანობის ერა ბევრი სიახლე შემოვა ამ მხრივ


ინტერნეტ სერვისები და მიწოდების სერვისები გამრავლდება და აქტიურად განვითარდება


დიდი კითხვის ნიშანი გაჩნდება ნაღდი ფულის მიმოქცევის აუცილებლობაში - შეიძლება აიკრძალოს კიდეც რადგან ერთერთი დიდი საფრთხის შემცველია ვირუსის გადატანის მხრივ ( ან გვეტყვიან ასე ) და კიდევ იმიტომ რომ მთავრობები უფრო ადვილად გააკონტროლებენ ადამიანების ფინანსებს - მაგალითად ისრაელში თითქმის აღარაა ნაღდი ფულის აუციელბობა.


მობილური ტელეფონის ნომერი გაუთანასწორდება პიროვნების იდენტიფიკატორს და გახდება ურთიერთ გადარიცხვების ინსტრუმენტი ბანკის გვერდის ავლით - სინამდვილეში შეიქმნება მობილურის გამოყენება ბანკის ჩარევის გარეშე


კიდევ ბევრის თქმა შეიძლება მაგრამ ძირითადი მაინც ისაა რომ

სამყარო შეიცვალა მაგრამ ჯერ ამას ვერ ვხედავთ


ვირტუალური სივრცე გახდება უფრო დიდი ნაწილი სინამდვილისა


იქნება ინტერნეტ სწავლება, ფორუმები, დროს ტარებაც კი და ა შ


პოლიტიკაში ?


ოცნება რა თქმა უნდა გაიმარჯვებს

არჩევნებამდე სულ ცოტა დარჩა და მთავრობა ძალიან კარგ რეპუტაციას დაიმსახურებს - ეს უდავოა და ჩემი აზრია უბრალოდ - პოლიტიკაში არ ვერკვევი და არ მეჩხუბოთ


ინტერნეტ არჩევვნების რულიად ჩვეულებრივი ამბავი გახდება თუმცა კონტროლის მექანიზმი და საარჩევნო სისტემა ჯერ საამისოდ მზად არაა მაგრამ სავარაუდოთ მზადება უკვე დაწყებული იქნება - ვისაც ესმის თემა ეს არ შეეშლება


ბევრი რამ უფრო ჰგამჭირვალე გახდება


ადამიანების მართვა გახდება უფრო მარტივი - ყველაფერი ციფრული ტექნიკით და ელექტრონიკით


სამწუხარო რეალობაა

მაგრამ კაცობრიობა აქეთ მიდის


სათქმელი კდევ ბევრი მაქვს ამ მხრივ მაგრამ ძალიან ძალიან ადრეა და ვშიშობ რომ ჩამქოლავენ


P.S.


არავის ვიწვევ ჩემი სტატუსების ექსპერტად და ჩემს გამოსაცდელად მცდარი აზრი მაქვს თუ ჭესმარიტი . არც კამათში ვიწვევ არავის და არც იმის პრეტნზია მაქვს რომ მარტო ჩემი აზრია სწორი

მაგრამ იმის პრეტენზია კი მაქვს რომ ჩემი აზრი მქონდეს და გაგიზიაროთ ვისაც სურვილი გაქვთ გაეცანით

დათანხმება მოწონება გემოვნებისა და მსოფხედველობის და შეგნება გაგების საკითხია და არავინ არავის არ ვავალდებულებ ქებასა და აპლოდისმენტებს".

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge