Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:35 09.03.2020
"35% უკვე ქმნის დიდ ალბათობას, რომ პარტიამ, რომელიც ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, მთავრობა შექმნას"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"უდიდესი ალბათობით, "ოცნება" 30-ივე გამსხვილებულ ოლქს მართლაც მოიგებს; მთავრობა რომ შექმნას, 120 პროპორციული მანდატიდან, სულ ცოტა, 46 მანდატი დასჭირდება, რაც ამომრჩეველთა ხმების 38, 3%-ია, თუკი "გაუნაწილებელი" მანდატი აღარ დარჩა, ე.ი. ყველა მონაწილე სუბიექტმა გადალახა 1%-იანი ბარიერი, რაც ნაკლებ მოსალოდნელია. სავარაუდოდ, 35% უკვე ქმნის დიდ ალბათობას, რომ პარტიამ, რომელიც ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, მთავრობა შექმნას. არა მგონია ეს უსამართლო იყოს, რადგან ამომრჩეველთა მესამედზე მეტის მხარდაჭერა, თუკი სხვა პარტიებს ამ მესამედის მესამედიც არა აქვთ, თანაც, ვერცერთი მსხვილი ოლქი ვერ მოიგეს, დიდი უპირატესობაა და მმართველი პარტიის სტატუსსაც ობიექტურად განაპირობებს.


ე.წ. "ჩამკეტი", ჩემი აზრით, იურიდიული ნონსენსი იქნება: წარმოუდგენელია, რაიმე იურიდიული ლოგიკით, გარდა აბსოლუტურად ხელოვნური მანიპულაციისა, პროპორციული არჩევნების შედეგზე რაიმე ფორმით დამოკიდებული გახადო მოპოვებული მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა, ანდა პარტიას, რომელსაც სამართლიანად აქვს მოპოვებული 76 მანდატი, საპარლამენტო უმრავლესობის სტატუსი ყოვლად უსამართლოდ ჩამოართვა და მთავრობის შექმნის უფლება აუკრძალო.


ასე რომ "ჩამკეტებზე" და განსაკუთრებით კი "პოლიტიპატიმრებზე" (რომლებიც დღეს, ცხადია, არ არსებობენ) საუბარი ფუჭია და პოლიტიკური იწილო-ბიწილოს გარდა, არავითარი სხვა მნიშვნელობა არა აქვს..."- წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge