იემენმა ისრაელს ომი გამოუცხადა

191
spot_img

„ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით ისრაელზე უძლიერესი დარტყმა განახორციელეს. ასევე გამოყენებულია უპილოტო საფრენი აპარატები ისრაელის სხვადასხვა მიზნებზე. გავაგრძელებთ უფრო ხარისხიან შეტევებს, ვიდრე ისრაელის აგრესია არ დასრულდება“- განაცხადა იემენის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა გენერალმა იაჰია სარიე ანუმ.

ისრაელელი სამხედროების თქმით, მათ იემენიდან გასროლილი ყველა რაკეტა გაანადგურეს.

ცნობისთვის, იემენი ისრაელს არ ესაზღვრება და ისრაელზე დარტყმისთვის რაკეტამ საუდის არაბეთის, და შესაძლოა, იორდანიის  ტერიტორიას უნდა გადააფრინდეს. იემენის ტერიტორიის ნახევარს შიიტი მუსულმანები, ჰუსიტები აკონტროლებენ.