ჰამბურგის ცენტრში  პოლიციელებმა ცეცხლი გაუხსნეს წერაქვით შეიარაღებულ მამაკაცს, რომელიც სამართალდამცველებს ემუქრებოდა

11
spot_img

ჰამბურგის ცენტრში ევროპის ჩემპიონატის მატჩის, პოლონეთი-ნიდერლანდების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციელებმა ცეცხლი გაუხსნეს წერაქვით შეიარაღებულ მამაკაცს, რომელიც სამართალდამცველებს ემუქრებოდა. პოლიციის ცნობით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას სამედიცინო დახმარება უტარდება.

როგორც ცნობილია, თავდამსხმელი „მოლოტოვის კოქტეილისთვის“ ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა, რა დროსაც მას პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა.

მედიის ცნობით, ინციდენტი ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრების მხარდამჭერთა ზონის მახლობლად მოხდა.