ჰააგის სასამართლომ სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა

29
spot_img

ჰააგის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუსა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვს ბრალი ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ედებათ.

„მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორ ეჭვმიტანილს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე, სულ მცირე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან მინიმუმ 2023 წლის 9 მარტამდე, პასუხისმგებლობა ეკისრებათ“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასულ წელს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერიც გასცა.