“გვჭირდება ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ უკრაინის ნატოში წევრობა მართლაც შესაძლებელია” – გიტანას ნაუსედა

spot_img

მხოლოდ უკრაინის გამარჯვებას შეუძლია სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაბრუნება ევროპისთვის. ლიდერები უნდა შეთანხმდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე და მხარდაჭერის გაზრდაზე ტერიტორიის მთლიანად გათავისუფლებამდე, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა ნატოს ვილნიუსის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გიტანას ნაუსედას თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია მსოფლიოში, რადგან მათ გამოცდილება ომში მიიღეს ბრძოლის ველზე და უკრაინა უნდა გახდეს ნატოს წევრი.

„დასრულდა დრო გაცემული პირობების გასამეორებლად. ახლა დროა მკაფიო გეგმაზე შესათანხმებლად, თუ როგორ მივაღწევთ ამ მიზანს. არ გვაქვს სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი გავაგზავნოთ უკრაინაში. წევრობის პერსპექტივა უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომელიც გმირულად იბრძვის რუსული მონსტრის წინააღმდეგ. ვილნიუსი უნდა იყოს ქალაქი, საიდანაც უკრაინელი ხალხი კარგ ახალ ამბავს გაიგებს.

ბედნიერები ვართ კონკრეტული ამბებით და არა მარტო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერებით, ასევე მაპის მოხსნით, ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნით, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მკაფიო გზა განისაზღვროს, თუ როგორ დაუახლოვდება ნატოს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია რეფორმების შეფასება, პროგრესზე მუდმივი მონიტორინგი. უნდა კარგად გვესმოდეს, რომ ნატო ეფუძნება კონსენსუსის პრინციპს. ვფიქრობ რომ ვიპოვოთ კომპრომისს. სამიტის გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ წევრობა რეალური ხდება. რატიფიკაცია ძალიან გრძელი პროცესია და ამას ვხედავთ შვედეთის მაგალითზე

მაპის მოხსნა ძალიან პოზიტიური წინგადადგმული ნაბიჯია, რაც გაუადვილებს უკრაინას ნატოში გასაწევრიანებელ გზას. მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ უკრაინის ნატოში წევრობა მართლაც შესაძლებელია, როდესაც პირობები ამის შესაძლებლობას შექმნის. უნდა წავიდეთ წინ და გავცდეთ ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, რომელიც მხოლოდ ნატოს ღია კარზე საუბრობს. გვინდა თავიდან ავიცილოთ სიტუაცია, როდესაც უკრაინის ნატოში წევრობა შორეული პერსპექტივა გახდება“, – განაცხადა ნაუსედამ.